12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ხვალ თქვენი ორატორული და ორგანიზატორული შესაძლებლობები სრულად უნდა გამოიყენოთ, რადგან მხოლოდ თქვენ შეძლებთ, კოლეგები მეგობრული, კოლექტიური მუშაობის მნიშვნელობაში დაარწმუნოთ. თქვენი მცდელობის შედეგად, ჩამოყალიბდება ერთიანი, მონოლითური ორგანიზმი, რომელიც ნებისმიერ, ყველაზე რთულ დავალებასაც იოლად გაუმკლავდება. ნუ ეცდებით წარმატებული ექსპერიმენტის ოჯახში ჩატარებას, რადგან ამჟამად მისი წევრები ერთობისთვის განწყობილი არ არიან.

 

კურო
ხვალ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში დიდი წარმატება გელით. სამსახურში გაიგებთ, რომ პერსპექტიულ თანამდებობაზე დანიშვნის კანდიდატი ხართ. პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი, რაც თქვენთვის საინტერესო ადამიანს უკავშირდება. თქვენამდე მოვა ინფორმაცია, რომ ის ძველ სიყვარულს დაშორდა, რასაც თქვენკენ პირველი ნაბიჯის გადადგმად შეაფასებთ.

 

ტყუპები
ერთფეროვანმა გარემომ დაგღალათ და იმის ნაცვლად, რომ მოსაწყენი ცხოვრება გაიხალისოთ, სევდა შეგიპყრობთ და რაც ყველაზე ცუდია, ჯავრს გარშემომყოფ ადამიანებზე იყრით. გაითვალისწინეთ, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება სამწუხარო შედეგებს მოგიტანთ. შესაძლოა, მეუღლესთან სერიოზული კონფლიქტი წამოიწყოთ და ბრალი ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში დასდოთ. ამის შემდეგ თქვენს ქორწინებას სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

 

კირჩხიბი
ხვალ დიდი ცვლილებები გელით. გამორიცხული არაა, თქვენს სამსახურში გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც ადრე ახლო ურთიერთობაში იყავით. ექსპარტნიორთან ახალი ურთიერთობის დასამყარებლად, მას ძველი რომანის დავიწყებას შესთავაზებთ, თუმცა ამას თავად ვერ შეძლებთ და ემოციები, რომელსაც ოდესღაც განიცდიდით, ისევ დაგიბრუნდებათ.

 

ლომი
ჩვეულებრივი და სხვებისგან არაფრით გამორჩეული დღე გელით. იმდენი აუცილებლად მოსაგვარებელი საქმე დაგიგროვდათ, რომ თავის აწევასა და კოლეგებთან გასაუბრებას იშვიათად შეძლებთ. საღამოს სახლში, უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ. ამასთანავე, ყველა მათგანი საკუთარი საქმით იქნება დაკავებული, ამიტომ, ფაქტობრივად, მარტო იქნებით, რაც ძალიან სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ.

 

ქალწული
ხვალ რომელიღაც ახლობელ ადამიანთან დაკავშირებით, სასიამოვნო სიახლეებს შეიტყობთ. მისი წარმატება გულწრფელად გაგიხარდებათ, თუმცა, გულის სიღრმეში შურსაც იგრძნობთ. ალბათ, ამიტომ შეიკავებთ თავს ოჯახურ ზეიმზე დასწრებისგან, სადაც თქვენი ნათესავიც უნდა იყოს. თავის გასამართლებლად უამრავ მიზეზს გამონახავთ, თუმცა ზოგიერთი ნათესავი ბანკეტზე თქვენი არყოფნის ნამდვილ მიზეზს მაინც მიხვდება.

 

სასწორი
სასწორები წარსულში დაწყებული პრობლემის მოგვარებას ხვალ გააგრძელებენ. ოპონენტებთან მიმართებაში პირველ ნაბიჯს გადადგამთ, მაგრამ ის თქვენს ამ ქმედებას ვერ შეაფასებს. მასთან საუბრით მხოლოდ ერთ ადგილს დატკეპნით, სანამ ლაპარაკში ანეკდოტს ან სახალისო ისტორიას არ გაიხსენებთ. ეს მარტივად მოხსნის დაძაბულ ატმოსფეროს, მაგრამ გულზე შვებას ნამდვილად ვერ მოგანიჭებთ. მოგიწევთ, აღიაროთ, რომ თქვენ და თქვენი ოპონენტი არასდროს შერიგდებით.

 

მორიელი
მორიელები ხვალ შეცდომის გამოსწორებას შეეცდებიან. ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ თქვენმა პარტნიორმა იმ ტყუილის შესახებ დაივიწყოს, რომელიც რატომღაც საკუთარ თავს აკადრეთ. მეორე ნახევართან შერიგება ძვირად დაგიჯდებათ, თუმცა, შინაგან ჰარმონიას მაინც ვერ მიაღწევთ. იმისთვის, რომ თქვენს ურთიერთობაში სიმშვიდემ დაისადგუროს, სამუდამოდ მოგიწევთ ტყუილზე უარის თქმა.

 

მშვილდოსანი
ამ დღეს მშვილდოსნები კეთილ საქმეს ჩაიდენენ. დიდი ალბათობით, საკუთარი ნებით დაუთმობთ სარფიან შემოთავაზებას მეგობარს, რადგან მიიჩნევთ, რომ ეს მას უფრო სჭირდება, ვიდრე თქვენ. თქვენი მეგობარი შეაფასებს თქვენს ალტრუისტულ ქმედებას, თუმცა, შემოთავაზებაზე უარს იტყვის. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება.

 

თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ პროფესიონალიზმს მეტი ყურადღება დაუთმოთ. რთული საკითხის წინაშე აღმოჩნდებით, რომლის გულგრილად გადაწყვეტა სასურველი არ არის. თუკი ისე მოიქცევით, როგორც ნამდვილი პროფესიონალი და ამ დავალებას ფრიადზე შეასრულებთ, თანამდებობრივი დაწინაურება და პრემია გელოდებათ.

 

მერწყული
ვარსკვლავები არ გირჩევენ სიჯიუტის გამოჩენას მნიშვნელოვანი ოჯახური საკითხის გადაჭრის დროს. არანაირი თხოვნა და მტკიცება არ გადაგაფიქრებინებთ საკუთარ პოზიციას და თქვენი აზრით, ეს ერთადერთი ჭეშმარიტებაა. ოჯახის წევრებთან შეთანხმებას ვერ მოახერხებთ, თუმცა ეს ყველაფერი დროებითია. სამსახურებრივ საქმიანობაში ამგვარი პრობლემები არ გელოდებათ.

 

თევზები
სამუშაოს შესრულების დროს შეგიძლიათ, თამამად ჩართოთ კრეატივი. ამგვარ ექსპერიმენტს დადებითად არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი დირექტორიც შეაფასებს. პირად საქმეებში თქვენი თამამი ექსპერიმენტები სრულიად საპირისპირო შედეგს მოგიტანთ. თქვენი პარტნიორი უარს იტყვის თქვენს მხარდაჭერაზე, მოგიწყობთ სკანდალს და უპატივცემლობაში დაგადანაშაულებთ.

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დაწერე კომენტარი