11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. ეს ძალიან არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად და ნებისმიერი ყოველდღიური პრობლემის მოსაგვარებლად. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. თქვენი დაკვირვებულობა და საღი აზრი დაგეხმარებათ დღის ნეგატიურ ტენდენციასთან გასამკლავებლად, საყვარელ ადამიანთან გატარებული დრო კი უსიემოვნებებს დაგავიწყებთ.

კურო. დღეს ენერგიის სერიოზული დანაკარგი გელით. არ ღირს დიდი ხნით ყოფნა ხალხმრავალ ადგილებში. პირადი ურთიერთობები შესაძლოა დალაგდეს. აპატიეთ მათ, ვინც გაწყენინათ და თავადვე გააკეთეთ აუცილებელი მობოდიშება. არ არის სექსისთვის შესაფერისი დღე, განსაკუთრებით კი ქორწინების გარეშე. 

ტყუპები. რაც არ უნდა ეცადოთ, სამსახურში თქვენგან ხეირი არ იქნება. უმჯობესია დასვენების დღე ითხოვოთ და ის ოჯახთან ერთად გაატაროთ, ან მაღაზიებში გაიაროთ. კარგი იქნება თუ საღამოს სახლში დარჩებით, უყურებთ საინტერესო ფილმს ახლობელ ადამიანებთან ერთად.

კირჩხიბი. დიდი ცვლილებების იმედი არ გქონდეთ. მაგრამ თქვენ გეძლევათ დრო საკუთარი თავის შესამზადებლად თვის ბოლოს გადამწყვეტი მოქმედებებისათვის. ნუ გასცემთ დაპირებებს თუ მათ შესრულებას ვერ შეძლებთ. ერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს. აკონტროლეთ წნევა.

ლომი. ახალი ძალებით თამამად შეეჭიდეთ საქმეს. ენდეთ შინაგან ხმას და ინტუიციას – ის არ დაგაღალატებთ. ერიდეთ კონფლიქტებს და ნუ აჰყვებით თანამშრომელთა პროვოკაციებს. უმჯობესია ყველაფერი ხუმრობაში გადაიტანოთ. მიაქციეთ ყურადღება კვებას, მოსალოდნელია მოწამვლა. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად.

ქალწული. პანიკა და დაბნეულობა შეგიპყრობთ. არაა გამორიცხული, რომ ჯიბის ქურდობის მსხვერპლი გახდეთ.

სასწორი. ნისლში რთულია ორიენტირება. ძნელია თქმა საით უნდა აიღოთ გეზი – მარჯვნივ თუ მარცხნივ. ჭირს “კის” ან “არას” თქმა, როცა არ ფლობთ ინფორმაციას. თქვენ გამოცანებისა და რებუსების დღე გელით. ყოველთვის არ გამოდის მათი ამოხსნა.

მორიელი. ყველაზე მართებული გადაწყვეტილება თქვენთვის, ეს ამ არაჩვეულებრივად ხელსაყრელი დღის გამოყენება იქნება ძველი საშინაო საქმეების დასასრულებლად. ყველა საქმეს სწრაფად და მარტივად გაართმევთ თავს, როცა კარგ განწყობაზე ხართ. 

მშვილდოსანი. ინტუიცია დღეს სწორ გადაწყვეტილებებს გიკარნახებთ. შინაგანი ხმის გასაგებად განმარტოვდით. დაასრულეთ ძველი საქმეები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალს. კარგად დაისვენებთ თუ ბასეინს ან აბანოს ეწვევით. არ ღირს ქიმიური პრეპარატების ბოროტად გამოყენება. ასევე უარი თქვით ჭარბ კვებაზე. 

თხის რქა. არსებობს დღეები, როცა მარცხენა ფეხზე ადგებით და ყველაფერი ხელიდან გიცვივათ. ასე ყველას ემართება და ამაში არაფერია საშიში. ასეთია ცხოვრება. მიუშვით სადავეები და შეეცადეთ სიტუაციის გაკონტროლება შეძლოთ. მთავარია, ყველაფერი მოგვარდეს რაც შეიძლება სწრაფად.

მერწყული. ცხოვრებას სიურპრიზები უყვარს, მაგრამ ისინი ყოველთვის როდია სასიამოვნო. ესეც ერთ-ერთი მათგანი იქნება, მაგრამ თუ თავს ხელში აიყვანთ და ემოციებს აკონტროლებთ, დღე ყოველგვარი დანაკარგის გარეშე ჩაივლის. ზომიერება დაიცავით კვებისა და ალკოჰოლის მიღებისას. კარგი იქნება თუ საღამოს ოჯახურ წრეში გაატარებთ. 

თევზები. შედეგებს დღეს აქტიური მოქმედებები მოგიტანთ. მოიშორეთ ეჭვები და მთელი ძალები მიზნის მისაღწევად მიმართეთ. შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ ახალ საქმეს და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. კარგი დღეა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად და სუფთა ჰაერზე სასეირნოდ.

პოპულარული

„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - დიანა ჯოჯუა
"რუსთავი 2" ჟურნალისტებმა დატოვეს - კურიერმა მაუწყებლობა შეწყვიტა
"ვერ შეგვაშინებთ" - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს
„რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა სოფელ გუგუტიანთკართან აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას“ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რუსთავი 2-ის ახალმა ხელმძღვანელობამ გაუშვა ჟურნალისტი, რომელმაც პუტინს აგინა - რუსული მედიის მთავარი გზავნილი რ2-დან ჟურნალისტების გაშვებაზე
ქალწულის პერიოდი იწყება - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში
„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - დიანა ჯოჯუა
"რუსთავი 2" ჟურნალისტებმა დატოვეს - კურიერმა მაუწყებლობა შეწყვიტა
„ივანიშვილის სახელით არაფორმალური გარიგება შემომთავაზეს... მე მათ ვუთხარი უარი“ - ნოდარ მელაძე შეხვედრის დეტალებს ჰყვება
დაწერე კომენტარი