
პაკისტანის ქალაქ ლაჰორში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც ბოლო მონაცემებით 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60-მდე ადამიანი.
როგორც “ინდეფენდენთი” იტყობინება, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ქალაქში ფარმაცევტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი ხალხის ნაკადში მოტოციკლით შეიჭრა და თავი აიფეთქა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.