“100 ათასი ვაჟკაცი უნდა ავდგეთ და 50 კაცი გავკოჭოთ?” – ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა palitranews-ის გადაცემაში ლგბტ პრაიდის თემაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

მისი თქმით, ის ეთანხმება პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას, რომ ეს საკითხი გაზვიადებულია და რეალურად არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ არის.

„პრემიერს დავეთანხმები და პრობლემა არის ძალიან გაზვიადებული. ეს პრობლემა საქართველოში ნამდვილად არ არსებობს და თემა არ არის აქტუალური. ხდება პედალირება, გაბერვა და გაზვიადება. ორივე მხარე ამ დაპირისპირებაში საკუთარ ინტერესს უყურებს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დაპირისპირების ნარატივი საბოლოო ჯამში რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს.

„შეიძლება ლიდერებმა ამ მოძრაობების საერთოდ არ იციან, ისე არიან ჩანერგილები გავლენის აგენტები და ცდილობენ შუბლებით დაატაკონ. ძლიერის პოზიცია არის სიმშვიდე. როდესაც სუსტს უპირისპირდები ეს არ არის ვაჟკაცობა. 100 ათასი ვაჟკაცი უნდა ავდგეთ თურმე და 50 კაცი გავკოჭოთ, არ შეიძლება ასე ლაპარაკი, უხერხულია. რანაირად არის ეს სამოქალაქო დაპირისპირება? ვინ ვის უპირისპირდება? 100 ათას კაციანი ლეგიონი რას უპირისპირდება – 50 კაცს? ეს არის ჩვენი ომი და აქ გადის ფრონტის ხაზი ამ ქვეყანაში?! რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?! ამ 10 ათას კაცს სრული უფლება აქვს, რაღაც არ მოსწონდეს, მაგრამ ვის უპირისპირდება? წარმოიდგინეთ სპილოების ჯოგი ჭიანჭველამ რომ გააქციოს. ეს არის „შეკეთებული“ თემა, რომელიც გავლენის აგენტების ნამუშევარია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი