10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან პარტნიორული ურთიერთობა ძალიან ნაყოფიერი იქნება და ორმხრივ კმაყოფილებას მოგიტანთ. მარტოხელა ვერძებს მრავლის მომცველი, საინტერესო შეხვედრები ელით, მაგრამ მათ გაგრძელება არ უწერია. თუ სიტუაციის მიხედვით ტაქტიკის შეცვლის ხელოვნებას ფლობთ, წარმატების მიღწევას შეძლებთ.

კურო. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისათვის. მოსალოდნელია სასიამოვნო ამბავი, – მაგალითად, ოჯახში მატება. მანდილოსან კუროებს საყვარელი ადამიანისაგან ყურადღების გამოვლენა და საჩუქრები გელით. დღეს შეიძლება მოხდეს რაღაც, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს საქმესა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ტყუპები. დღე სავსეა შემოქმედებითი ენერგიით. შექმენით ახალი, გარისკეთ, ისაუბრეთ უჩვეულო ადამიანებთან. თქვენ ბევრს მოასწრებთ თუ არ იზარმაცებთ და არ მოცდებით წვრილმანებზე. დღეს ფიზიკური ვარჯიში კარგად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისათვის, ნიშნობისა და დაქორწინებისათვის.

კირჩხიბი. დღის პირველ ნახევარში ბევრ დროსა და წაგართმევთ სახლის საქმეები. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან პარტნიორული ურთიერთობა ძალიან ნაყოფიერი იქნება და ორმხრივ კმაყფილებას მოგიტანთ. არაა რეკომენდირებული ამ დღეს თვითშეფასებით დაკავდეთ, უკიდურესობაშ გადავარდეთ ან სასურველი რეალობად აღიქვათ.

ლომი. ამ დღეს შესაძლოა ზოგიერთი ფასეულობის გადაფასება მოგიხდეთ და ეს აისახება თქვენს იმიჯსა და ქცევის მანერებზე. თქვენ გადაწყვეტთ საკუთარ თავს დაუთმოთ დრო და ამისგან კიდევ უფრო კარგად იგრძნობთ თავს.

ქალწული. ამ დღეს შესაძლოა შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როცა ამ ნიშნის თითქმის ყველა წარმომადგენელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ამიტომ ნუ მოუსმენთ გარშემომყოფების აზრს და მხოლოდ საკუთარ ინტუიციას მიენდეთ. ეს დაგეხმარებათ სწორი არჩევნის გაკეთებაში და შეცდომებს თავიდან აგაცილებთ. შესაძლებელია მნიშვნელოვანი სიახლე მოისმინოთ, რაც ძალიან გაგახარებთ.

სასწორი. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი დღეს ჯანმრთელობის გაკაჟებას საჭიროებს. შეეცადეთ ერიდოთ სხვადასხვა სახის გადაღლას და გადატვირთვას. უმჯობესია ეს დღე გამაჯანსაღებელ პროცედურებს მიუძღვნათ. კატეგორიულად გეკრძალებათ ალკოჰოლი და ცხიმიანი საკვები.

მორიელი. დროა სახლის საქმეებსა და ოჯახს დაუთმოთ ყურადღება. ბავშვების აღზრდის საკითხი მარტივად და საუკეთესო შედეგით მოგვარდება. ნუ გამოავლენთ აგრესიას და ნუ მიიღებთ მონაწილეობას კამათში. ურთიერთობების განხილვა უმჯობესია სხვა დროისთვის გადადოთ.

მშვილდოსანი. ხელსაყრელი დღე გელით. შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდეთ, მაგრამ არ შეშინდეთ და თამამად იმოქმედეთ. ნუ ჩაერთვებით პარტნიორებთან ან ნათესავებთან კამათში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნუ წახვალთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. მოინახულეთ მშობლები.

თხის რქა. ეს დღე აღსანიშნავია მოვლენებით, რაც თქვენში ფასეულობათა გადაფასებას გამოიწვევს. მატერიალური მიღწევები შეიძლება სულიერ მისწრაფებებს გაუტოლდეს. თქვენ შეძლებთ კონცენტრირება მოახდინოთ საკუთარ შინაგან ცვლილებებზე. შესაძლებელია წინასწარმეტყველების უნარიც კი გაგეხსნათ. ამ ღამის სიზმრები დადებითად აგისრულდებათ.

მერწყული. კარგი დღეა თვითანალიზისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის. განმარტოვდით. გამონახეთ დრო მედიტაციისა და სულის განწმენდითი პროცეურებისათვის. იკვებეთ მსუბუქად და უარი თქვით ალკოჰოლზე. დღეს შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ მკურნალობის კურსი – პროცესი შეუფერხებლად წარიმართება, შედეგი კი მოლოდინს გადააჭარბებს.

თევზები. კარგი დღეა მატერიალური, ფინანსური და ეკონომიური საქმიანობისათვის. სამსახურში ყველაფერი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გამოგივათ. მაგრამ მთავარი დავალება იქნება თანამშრომლებთან საერთო ენის გამონახვა. საღამოს რეკომენდირებულია სეირნობა სუფთა ჰაერზე – ეს ძალების აღდგენასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

loading…

პოპულარული

"თამბაქოს ბიზნესიდან წილი „ქართულ ოცნებაში“ უნდა წასულიყო..." - ახალი სკანდალური ჩანაწერი (ვიდეო)
"დაუძველდა ბორის ივანიშვილს ხრიკები, ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს რომ გვინდა არეულობა, "პაკრიშკები," შეტაკებები" - მიხეილ სააკაშვილი
"სამარცხვინოა სრულიად, ყოველი არჩევნების წინ თავს ჭრის „ქართული ოცნება“ ყველა ძალოვან სტრუქტურას" - ნიკა გვარამია
"ნაცვლიშვილ-რამიშვილის მიერ შეიქმნა ფეიკ გვერდი, რომელიც ჩვენი საარჩევნო კამპანიის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს" - გრიგოლ ვაშაძე
"ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური ქმედებები" - თინა ბოკუჩავა არეულობის ბრალდებებზე
კლინიკა „კურაციოში“ მე-6 სართულიდან ხალხით სავსე ლიფტი ჩავარდა
„აი, რატომ იხოცება ამდენი ბავშვი და არა მარტო ბავშვი !!! ვადიანი პროდუქტი აწყვია მაღაზიებში და ყარს!"- რა შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება „ფეისბუკზე“
გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
"შალალო“ ალაპარაკდა...გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები" - ადვოკატი ხმაურიან დაჭერებს აანონსებს
დაწერე კომენტარი