10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. არ ღირს ახალი საქმის დაწყება, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც ფინანსებს უკავშირდება. შედეგი შეიძლება აფსოლიტურად არასასურველი იყოს. გეგმების დაწყობა კი შეიძლება და აუცილებელიცაა. არ შეუშინდეთ ემოციების გამოხატვას, დაიცავით თქვენი შეხედულებები და ნურავის მისცემთ საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანის უფლებას. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, რაც ოჯახის შექმნისკენ იქნება მიმართული.

კურო. თანამშრომლებთან უთანხმოებები – ეს მხოლოდ დროებითი ეტაპია. ურთიერთობების განხილვა უმჯობესია სამსახურის შემდეგ გადადოთ. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ სიმშვიდე და აიყვანეთ თავი ხელში. ყველაზე  მთავარი თქვენთვის დღეს საკუთარ ჯანმრთელობაზე დაფიქრებაა. მსგავსი ცხოვრების რიტმი არ გარგებთ.

ტყუპები. ერიდეთ რისკთან დაკავშირებულ საქმიანობას ან ძვირადღირებულ შენაძენს. ფასეული შეიძლება აღმოჩნდეს ნათესავების ან ძველი მეგობრებისაგან დღეს მიღებული რჩევები. ნუ გააფორმებთ მნიშვნელოვან საქმიან გარიგებებს, ისინი ნეგატიურ შედეგებს მოგიტანენ. გაატარეთ დღე ოჯახურ წრეში და მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს.

კირჩხიბი. გაატარეთ დღე ხანგრძლივი საუბრების გარეშე, განსაკუთრებით კი მობილური ტელეფონით. ნახევარი საათის ნაცვლად 10 წუთი ისაუბრეთ. ექიმები ამბობენ, რომ ეს ნივთი არაა უსაფრთხო. იფიქრეთ იმაზე,  რომ ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია.

ლომი. ზოგირთი ლომი დღეს საინტერესო ფინანსურ წინადადებას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად გაგიზრდით კაპიტალს. ეს ძალიან წარმატებული დღეა რომანტიკულ შეხვედრაზე წასასვლელად ან შინაური ცხოველის შესაძენად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უამრავ სასიამოვნო და დაუვიწყარ წუთებს გაჩუქებთ.

ქალწული. შეიარაღდით საკუთარი შრომისუნარიანობით, პუნქტუალურობითა და თვითკონტროლით და მაშინ წარმატებასაც მიაღწევთ. მოსალოდნელია უმნიშვნელო დანაკარგი. შეეცადეთ საღამოს მაქსიმაურად დაისვენოთ.

სასწორი. დღეს კარგი იქნება სასარგებლო ნაცნობობის გაბმა. ეს დიდ როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. წარმატებული დღეა საოჯახო-საყოფაცხოვრებო საკითხების გადასაწყვეტად. სახლის საქმეების შესრულებისას ფრთხილად იყავით – არსებობს ტრავმის მიღების საშიშროება.

მორიელი. თქვენს გარშემო ბევრი ადამიანია, რომლებიც ყავაზე გეპატიჟებიან, გესაუბრებიან… სინამდვილეში კი თავს ძლიან მარტოსულად გრძნობთ და კარგი იქნებოდა ვინმესთან გულის გადაშლა. მაგრამ საამისოდ ღირსეული ადამიანი არ მოიძებნება ახლო-მახლო. სწორედ დღეს შეიძლება ასეთი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ჰორიზონტზე. ელოდეთ მას.

მშვილდოსანი. ამ დღეს ორგანიზმის საერთო ტოქსიკურობა გექნებათ მომატებული. მოსალოდნელია ინფექციური დაავადებები. მოწევისა და ალკოჰოლის მიღებისაგან საერთოდ შეიკავეთ თავი. დიდი რაოდენობით სითხე მიიღეთ.

თხის რქა. თქვენ შემოქმედებითი აღზევება და რთული პრობლემის მოულოდნელი წარმატებული გადაწყვეტა გელით. შეიძლება ბევრი საუბრები გქონდეთ. ამასთანავე ეს ძალიან დამღლელი იქნება თქვენთვის. საღამოს სახლის საქმეებით დაკავდით. დიდი ხანია ახლობელი ადამიანები გემრიელი ვახშმით არ გაგიხარებიათ.

მერწყული. თქვენ ადვილად ივიწყებთ წყენებს. ამით სარგებლობენ თქვენს გარშემო ადამიანები. დროა დასკვნები გააკეთოთ.

თევზები. დღის განმავლობაში ინტუიციას მიენდეთ: ის არ მოგცემთ შეცდომის უფლებას. დილა – წარმატებული დროა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. აუცილებლად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
პოლიციაში თავის ფეხით მისული ინტერპოლის ძებნილი ქართველმა პოლიციელებმა ვერ იცნეს და „დაგუგლეს“
დაწერე კომენტარი