11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ამ ეტაპზე რთულია, ვერძის ჯანმრთელობას დამაკმაყოფილებელი ვუწოდოთ – სტრესი, ნერვიულობა და განუწყვეტელი მუშაობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება. ამჟამად არასასურველია დონორობა და ოპერაციების ჩატარება ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე. შედარებით კარგად ჩაივლის ფილტვების მკურნალობა.

 

კურო
ამ დღეს ზოგიერთი კურო M6 აგენტის  ფუნქციებს შეითავსებს, რაც საიდუმლო კავშირებსა და მიმოწერას გულისხმობს. შესაძლოა, საქმეში სერიოზული ფულის დაბანდება მოგიწიოთ. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას და თითოეული საკუთარი ნაბიჯი აკონტროლეთ. გირჩევთ, პარტნიორებს ზედმეტად ნუ ენდობით, რადგან ღალატი გამორიცხული არაა.

 

ტყუპები
ნებისმიერმა სტრესმა და გადაღლამ შეიძლება იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს. ამ დღეს სამთავრობო ორგანოებთან კონტაქტი უსარგებლო იქნება. არასასურველია ნებისმიერი ცვლილება, განსაკუთრებით, საცხოვრებელი ადგილის. საერთოდ, ამ პერიოდში სახლისგან შორს წასვლას არ გირჩევთ.

 

კირჩხიბი
შესაძლოა, ხვალ უმიზეზო სევდა და პესიმისტური განწყობა გეწვიოთ. ეცადეთ, სახლში მარტო და უსაქმოდ არ დარჩეთ. რამე გასართობი მონახეთ, რაც ცხოვრებას გაგიხალისებთ. დაესწარით ფილმის პრემიერას, ჩაეწერეთ საინტერესო კურსებზე და მოწყენილობისთვის დრო აღარ დაგრჩებათ.

 

ლომი
ამ დღეს ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დაგეძაბებათ. საამისოდ, სერიოზული მიზეზი არსებობს, თუმცა გირჩევთ, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ და მძიმე საუბარი სამომავლოდ გადადოთ. იდეალური იქნება, თუ საკუთარი საქმით დაკავდებით და არ ეცდებით, რომ უფროსობასა და კოლეგებს რამე დაუმტკიცოთ. ამით ვერაფერს მიაღწევთ, გარდა იმისა, რომ განწყობას გაიფუჭებთ.

 

ქალწული
ეს დღე პედაგოგი ქალწულებისთვის წარმატებული იქნება. ბევრი მათგანი მოსწავლეში ისეთ უნარებს აღმოაჩენს, რომელზეც თავადაც არაფერი იცოდა. სავარაუდოდ, თქვენს პედაგოგიურ მონაცემებს სათანადოდ შეაფასებენ, რასაც ნამდვილად იმსახურებთ.

 

სასწორი
ამ დღეს სამსახურებრივი საქმეების შესრულებას წარმატებით დაასრულებთ და სახლის საქმეების გაკეთებაც არ დაგავიწყდებათ. ეს დღე შესანიშნავია საპასუხისმგებლო დავალებების შესასრულებლად, რომლებიც მოთმინებას, აკურატულობასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს.

 

მორიელი
ვარსკვლავების განლაგება გკარნახობთ, რომ თქვენი ფიზიკური მდგომარეობა ამ დღეს გაუმჯობესდება, თუმცა, ზედმეტი ეგოისტობის გამო შესაძლოა, ოჯახურ ურთიერთობებში სერიოზულად დაზარალდეთ. თავისუფლების შესანარჩუნებლად ბრძოლის დროს, შეეცადეთ, ოჯახის წევრებთან ჰარმონიულობა და დადებითი ურთიერთობა შეინარჩუნოთ, რაც, პრინციპში, გაწყობთ კიდეც.

 

მშვილდოსანი
ამ დღეს გარშემომყოფებისგან ფიზიკურ მხარდაჭერას იგრძნობთ. სამსახურში შექმნილმა სიტუაციამ შესაძლოა, სტრესულ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ახალ ეტაპს იწყებთ, ამიტომ ახალ მოვლენებს უნდა შეეგუოთ. შეეცადეთ, ენერგეტიკული პოტენციალი დაიგროვოთ.

 

თხის რქა
პროექტი, რომელზეც მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყეთ, წარმატებით გაგრძელდება. ვარსკვლავები გირჩევენ, დიდი დრო დაუთმოთ ურთიერთობებს. დღის მეორე ნახევარში მოგიწევთ, არჩევანი გააკეთოთ მიმდინარე მიზნებსა და უფრო მასშტაბურ დავალებებს შორის. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი სამუშაო არა მხოლოდ თქვენ, არამედ გარშემომყოფებსაც სარგებელს მოუტანს. თუკი ენთუზიაზმით აივსებით, მიზნის შესრულებაში ხელს ვერაფერი შეგიშლით.

 

მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს გამოიჩინოთ კრეატიულობა პრეზენტაციებსა და სარეკლამო კამპანიებზე მუშაობის დროს. თუმცა, ზედმეტი ამბიციურობა დრამატულ შედეგებამდე მიგიყვანთ. ამ დღეს აზარტში შესვლასა და ცხოვრების ცდუნებას განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეთ.

 

თევზები
შემოქმედებით პრობლემებს ანალიტიკური ინტერესით მიუდგებით. ეს მიდგომა აუცილებლად გამოადგებათ მათ, ვინც სრულყოფილების მისაღწევად იბრძვიან. თქვენი დავალებაა, მოახდინოთ საკუთარი და თანამოაზრეების ძალისხმევის მობილიზება საერთო მიზნის მისაღწევად.

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი