1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. იყავით მშვიდი და თავშეკავებული. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გაესინჯეთ ექიმს. ზოგჯერ ყველა პრობლემის საუკესო მოგვარება უმოქმედობა და ამაყი დუმილია. განმარტოვდით და წაიკითხეთ წიგნი.

კურო. ხელსაყრელი იქნება ამ დღეს მოგზაურობა, შემოქმედებითი საქმიანობა და ფიზიკური დატვირთვა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი დღეა ხალხური მედიცინით მკურნალობისათვის. დაუთმეთ დღევანდელი დღე ოჯახსა და ახლობელ ადამიანებს. ამ დღის სიზმრები ასრულებადია. თუ ნომრები და ციფრები გესიზმრებათ, ეს აურზაურის მომასწავებელი იქნება.

ტყუპები. შეეცადეთ ზედმიწევნით შეასრულოთ ხემძღვანელების დავალებები და არ მისცეთ მათ უკმაყოფილების საბაბი. არც ისე კარგი დღეა საკუთარი ხასიათების გამოსავლენად. არც იმიჯის შეცვლა ღირს. აკონტროლეთ ემოციები და სიფრთხილე გამოიჩინეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ტრავმების მიღება.

კირჩხიბი. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი სამუშაოსთვის. თუ დიდი ხანია ხატვის ან მუსიკალურ ინსტუმენტზე დაკვრის შესწავლა გინდოდათ, სწორედ ამ დღეს გამოგივათ ეს ყველაზე კარგად. მაგრამ თუ ამას პროფესიულ დონეზე ფლობთ, მაშინ ძალიან დიდი წარმატება გელით.

ლომი. შეძლებისდაგვარად გაატარეთ დღე სახლში – მეუღლესთან და ბავშვებთან. სახლის აურზაური უამრავ სიამოვნებას მოგანიჭებთ. მარტივად იპოვით საერთო ენას ბავშვებთან და მეუღლესთან. იყავით ნაზი, ალერსიანი და თავადაც გაოცდებით რა მარტივად შეიძლება თქვენსას მიაღწიოთ. 

ქალწული. დღეს სახლში დარჩენა, კარგად გამოძინება და დასვენება მოგინდებათ. კარგი იქნება თუ საღამოსაც ოჯახურ ატმოსფეროში გაატარებთ.

სასწორი. ხელსაყრელი დღე გელით შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულ ტყუპებს. შეგიძლიათ დაკავდეთ ისეთი საქმიანობით, რომელიც ღირეულად დაგიფასდებათ. მოსალდონელია სასიამოვნო მიწვევა მიღება, რაზეც დათანხმება ღირს. ის გპირდებათ ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ურთიერთობებისგან სიამოვნების მნიჭებას და ახალი მეგობრების შეძენას. ამ დღეს გაბედულად შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან განახორციელოთ შენაძენი, რაც ძალიან მომგაბიანი აღმოჩნდება. 

მორიელი. აუცლებელია ეს დღე მთლიანად საკუთარ თავს მიუძღვნათ. ყოველი მიღებული გადაწყვეტილება სრულად დამაკმაყოფილებელი იქნება. პირად ცხოვრებაშიც ასევე ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული და შანსი გაქვთ სრულ ურთიერთგაგებას მიაღწიოთ მეორე ნახევართან. ის უსიტყვოდაც კი გაგიგებთ და თქვენს ყოველგვარ წინადადებას გაიზიარებს.

მშვილდოსანი. ნუ გაგიკვირდებათ თუ სკოლის მეგობარი დაგირეკავთ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე არ გინახავთ. ეს არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი შეხვედრა იქნება.

თხის რქა. ბევრ თქვენგანს დღეს იმედების მსხვრევა გელით. არ ღირს ახალი საქმეების დაწყება და ძვირადღირებული შენაძენების განხორციელება. შესაძლებელია საკუთარ რჩეულშიც კი გაგიცრუვდეთ იმედები და მასში დაინახოთ ხასიათის ისეთი ნიშნები რაზეც არც კი ეჭვობდით. თუ შვების მომგვრელ წერტილს იპოვით და საღად აზროვნებას დაიწყებთ, ეს დაგეხმარებათ ფინანსური ხარჯების თავიდან აცილებაში და ნერვული სისტემის შენარჩუნებაში.

მერწყული. დღეს სტუმრებით სავსე სახლს ელოდეთ. მზად იყავით სხვა ქალაქიდან ჩამოსული ტუმრების, ძველი ნაცნობების ვიზიტების, თანამშრომელთა ან თანაკლასელთა დასახვედრად და გასამასპინძლებლად.

თევზები. ვარსკვლევაბი უჩვეულო მოვლენებს გპირდებიან ცხოვრებაში, რამაც შეიძლება თქვენი მსოფლმხედველობა შეცვალოს. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც. თუ ავტომობილის მფლობელი ხართ, ამ დღეს საჭესთან ნუ დაჯდებით.

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი