1 აპრილი ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ბედნიერი დღე გელოდებათ: კარიერაში წარმატებას მიაღწევთ და ოჯახშიც ავტორიტეტს კიდევ უფრო გაამყარებთ, მაგრამ შემოსავალი ჯერჯერობით მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. მოლაპარაკებები კონკურენტებთან და არაკეთილისმსურველებთან მშვიდობით დასრულდება, სარგებლის მიღების პირობებით.

 

კურო
ეს დღე სატანისტურად მიიჩნევა. შესაძლოა, ილუზიებმა გაგიტაცოთ. ასევე, შეინიშნება იმპულსურობა და აღელვება. სასურველია, მოზღვავებული ენერგია ფიზიკურ მუშაობაში დახარჯოთ. მოერიდეთ, იყო საკუთარი ილუზიების ტყვე და უარი თქვით ნებისმიერი სახის მსხვერპლის გაღებაზე – სულ მალე გაირკვევა, რომ დრო ტყუილად დახარჯეთ.

 

ტყუპები
ამ დღეს ნებისმიერი წინასწარმეტყველება ან სიზმარი ცრუ აღმოჩნდება. ვარსკვლავები გირჩევენ, გააკონტროლოთ საკუთარი პოზიცია და იყოთ თავშეკავებული. ასევე, არ გირჩევენ რამის დაგეგმვასა და ცვლილებების გატარებას. უმჯობესია, დაკავდეთ საოჯახო საქმეებით.

 

კირჩხიბი
ამ დღეს სოციალურ ქსელში ჰიპერაქტიური იქნებით და მარტივად შეძლებთ ინტერნეტის დახმარებით ადამიანების დაინტერესებას და სასიყვარულო ურთიერთობის წამოწყებას. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან. უამრავი პერსპექტიული შეხვედრა გელოდებათ ინტერნეტსამყაროში.

 

ლომი
შესანიშნავი განწყობა, ჯანმრთელობის შესანიშნავი მდგომარეობა და მაღალი ინტუიცია იქნება სახასიათო ამ დღეს ლომთა უმეტესობისთვის. მიმართეთ საკუთარი ენერგეტიკა პრაქტიკული გზით და დაგეგმეთ უახლოესი მომავალი.

 

ქალწული
ამ დღეს ძალების სიმცირესა და იმუნიტეტის სისუსტეს იგრძნობთ. ვირუსების მორიგი შეტევა და ბაქტერიების გააქტიურება თქვენს ავადმყოფობას გამოიწვევს. იმისთვის, რომ მსგავსი უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, C ვიტამინი მიიღოთ და პროფილაქტიკურ საშუალებებს მიმართოთ. სასარგებლოა, ასევე, ორგანიზმის გამწმენდი პროცედურები.

 

სასწორი
ეს დღე შესანიშნავია სხვა ადამიანებზე იდეოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად. საჯარო გამოსვლის დროს გარშემომყოფ ადამიანებში გულწრფელ სიმპათიებს გამოიწვევთ. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან ფუნდამენტის ასაშენებლად სამომავლო მიზნების მისაღწევად.

 

მორიელი
ეს დღე ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან პროფესიულ საქმიანობაში მაქსიმალურ წარმატებას მიაღწევთ. უახლოეს დღეებში თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება საუკეთესო კუთხით. ძველი ვალების დაბრუნებას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ენერგია და ძალები მხოლოდ სამუშაოზე მიმართოთ.

 

მშვილდოსანი
საკმაოდ მშფოთვარე და რთული დღე გელოდებათ. არ გამოირიცხება ცვლილებები როგორც საზოგადო, ისე პირად ცხოვრებაში. ერთ-ერთი თქვენი უპირატესობა რწმენაა. დაიჯერეთ, რომ შეგიძლიათ, ბევრს მიაღწიოთ. როგორც კი საკუთარ თავს წარმოაჩენთ, ამბიციებსაც დაიკმაყოფილებთ.

 

თხის რქა
გაზაფხული თქვენზე აშკარა ზეგავლენას მოახდენს – გელოდებათ ახალი ნაცნობობა და შეხვედრები. ძალაუფლებისა და ღირსებისკენ სწრაფვის სურვილი შედარებით გაგინელდებათ. ნუ ისარგებლებთ ბოროტად საკუთარი ძალაუფლებით.

 

მერწყული
ეს დღე საკმაოდ კარგი აღმოჩნდება თქვენთვის, მაგრამ დღის პირველ ნახევარში ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ. თვალი ადევნეთ ელემენტარულ ფორმალობებს: შეამოწმეთ ხელმოწერები, ბეჭედი, თარიღი და სამუშაოს შესრულების ვადები.

 

თევზები
ამ დღეს თქვენს ტექნიკურ და სამეცნიერო შესაძლებლობებს მოულოდნელად წარმოაჩენთ. ეს კარგი დროა ახალი კომპიუტერული პროგრამების ან თანამედროვე ტექნოლოგიების შესასწავლად.

პოპულარული

"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
„მილიონი კაცია და ჩამოყვანილი როგორაა, კამერა მიაბრუნეთ, ნახეთ რა პასუხია, გენიალური“ - ქალბატონი "ოცნების" აქციიდან (ვიდეო)
"ამდენი უპატრონო ადამიანია და ესენი კიდევ ზეიმობენ" - "ოცნების" აქციაზე ირაკლი ხომასურიძემ პროტესტის ნიშნად თავზე ნაცარი დაიყარა (ვიდეო)
"ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ
დაწერე კომენტარი