დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საბურთალოს რაიონი

იზრუნე ჯანმრთელობაზე

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის  ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუამთის, თრიალეთის, საცხენისის და ედისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

loading…
გააკეთე კომენტარი!