06.04/სამგორი გაზმომარაგება

gazi
gazi

დღეს,  6 აპრილს,  22:00   საათიდან  გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდება  სამგორის  რაიონში,  აეროპორტის, ორხევის, ლოჭინის, თეთრიხევის დასახლების, ლილო-საქნავთის, ლილო-ფრანგულიანის, ლილოს დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი ნასაგურის, სოფელი წინუბანის და  დიდი ლილოს ტერიტორიაზე მდებარე კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულ შპს „საქაერონავიგაცია“-ს, სსიპ „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო“-ს, ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის  VI ქვეგანყოფილებას, შემოსავლების სამსახურს, რესტორანს „ფიჭვები“, შპს „ლილო- მოლი“, ორხევის ტერიტორიაზე განთავსებული ბეტონის, ასფალტის და გაჯის ქარხნებს, შსს-ს კინოლოგთა სკოლას, შპს „დიპლომატ ჯორჯია“-ს, შპს „ ჯი ემ სი მოტორსი“, შპს „შარავანდი“, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, შპს „ჰერეთი-ინტერნეიშენალი“, შპს „დეკა-პური“, შპს „კასტელი“, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: „ავერსი ფარმა“-ს, ტერმინალ-ოპიზას,   №116-ე ბაგა-ბაღს, შპს „ლილო-პური“, შპს „ჯეო-მილი“, შპს „ჰერიო“, „ელ როუდი“, შპს „ალბისი“, შპს „ ლილოს სახლი“, შპს „ტერმო პლასტი“, შპს „SMILE MIX”, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“-ს, შპს „ლილო სითი“-ს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველოო და კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება პარასკევს, 7 აპრილს, 20:00 საათამდე ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

loading…

პოპულარული

"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
"ხელისუფლებას თუ უნდა, რომ გადარჩეს, ძალიან დიდი და სერიოზული თავები უნდა გააგოროს" - გია ხუხაშვილი სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს
ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს - „არასერიოზულად მივიჩნიე მირზას საუბარი“
„...კი, თავში ჩავარტყამთ...“ - ირაკლი კობახიძე მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერს „წარუმატებელ სპექტაკლს“ უწოდებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი