ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ოთხშაბათს, 15 თებერვალს, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სანზონის რაიონში, ჩარგლის და გურამ ქუთათელაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.