ჰოლივუდი საქართველოს აფრთხილებს – ქართულ საიტებზე “პირატულ” ფილმებს ვეღარ ნახავთ?

ჰოლი

წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ნეტ მე­კობ­რე­ო­ბა მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ერ­თა­დერ­თი სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მა, რაც “პი­რა­ტუ­ლი” მა­სა­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის დად­გე­ნი­ლე­ბა გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ვერც პრე­ვენ­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს, ვერც და­ნა­შა­უ­ლის აღ­კვე­თას.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ აშშ-ს ვიცე-პრეზ­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ინ­ტერ­ნეტ მე­კობ­რე­ო­ბა ყა­ჩა­ღო­ბას შე­ა­და­რა და დაჰ­პირ­და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, რომ ამე­რი­კა გაზ­რდი­და ზე­წო­ლას იმ ქვეყ­ნებ­ზე, სა­დაც “პი­რა­ტუ­ლი” ვებ-სერ­ვე­რე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, ამ და­პი­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­დად­გმუ­ლი ერთ-ერთი ნა­ბი­ჯია გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ და საქპა­ტენ­ტმა მი­ი­ღო.

Motion Picture Association of America (MPA), რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ისეთ დიდ კი­ნოს­ტუ­დი­ებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: “დის­ნეი”, “ვორ­ნერ ბრა­ზერს”, “უნი­ვერ­სალ ფიქჩერს”, “სონი”, “პა­რა­მა­უნტ ფიქჩერს”, “ნე­ტფ­ლიქ­სი” და სხვა, წე­რილ­ში შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტებ­ზე არა­ლე­გა­ლუ­რი ფილ­მე­ბის გან­თავ­სე­ბის გამო.ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის და მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რის, სტენ მა­კკო­ის წე­რილ­ში, ორი ქარ­თუ­ლი ვებ-გვერ­დია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, სა­დაც ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად უყუ­რე­ბენ ფილ­მებს:

“მე­კობ­რე­ო­ბის შემ­ცი­რე­ბა ჩვენ­თვის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად რჩე­ბა და აღ­სრუ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია ამ პრი­ო­რი­ტე­ტის მი­საღ­წე­ვად. სა­ქარ­თვე­ლო­ში adjaranet.com და imovies.cc უჩ­ვე­ნე­ბენ MPA-ს წევ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ფილ­მებს მათი თან­ხმო­ბის გა­რე­შე, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა” – ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

ეს იყო პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა ჰო­ლი­ვუ­დუ­რი კი­ნოს­ტუ­დი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სან­ქცი­ე­ბი ემუქ­რე­ბა. ამ სა­კი­თხზე ინ­ტერ­ნეტ მე­კობ­რე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ახალ­შექ­მნილ­მა ასო­ცი­ა­ცი­ამ, სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

პოპულარული

"ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ჩემი ხათუნა" - ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ფოტო საავადმყოფოდან
“რა მოხდა რეალურად?- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია…” – ია ტომაში დუმილს არღვევს
"გახარიამ ბახტაძის კადრების წმენდა დაიწყო"- ოპოზიცია
"შეგშურდათ და ნელ-ნელა მოკალით... ფუ თქვენი!" - რეჟისორი მაია კიკაბიძე ზაზა ურუშაძის "მკვლელებს" ასახელებს
დაწერე კომენტარი