ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ამ წამიდან ის აშშ-ს რიგით 46-ე პრეზიდენტია.

ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი საოჯახო ბიბლიაზე დადო. ამავე ბიბლიაზე დადო მან 2009 და 2013 წელს ვიცე-პრეზიდენტის ფიცი.

საზეიმოდ ფიცი დადო კამალა ჰარისმაც, რომელიც აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

დაწერე კომენტარი