ილია ჯიშკარიანი გაუპატიურების მცდელობას უარყოფს და ყოფილ თანაშემწეს შანტაჟშიც კი ადანაშაულებს – რა წერია “ოცნების” დეპუტატის ჩვენებაში

ილია ჯიშკარიანი გაუპატიურების მცდელობას უარყოფს და ყოფილ თანაშემწეს შანტაჟშიც კი ადანაშაულებს.
ჯიშკარიანის მტკიცებით, თამთა თოდაძე მას დაწინაურებას სთხოვდა უარის შემდეგ კი ძალადობის და გაუპატიურების სცენა გაითამაშა.
თამთა თოდაძის დედა აცხადებს, რომ მან დღევანდელ დაკითხვაზე მიიღო ინფორმაცია ილია ჯიშკარიანის ჩვენების შესახებ. როგორც გოგონას დედა ამბობს “ოცნების” დეპუტატი უარყოფს ძალადობის ფაქტს, ხელს იშვერს თოდაძისკენ და ამბობს, რომ გოგონას სურდა გარანტიების მიღება დაწინაურებაზე და რადგან ეს გარანტიები ვერ მიიღო ამის შემდეგ დაიგეგმა მის წინააღმდეგ პიარ კამპანია.
“ჯიშკარიანი ჩვენებაში ამბობს, რომ დაწინაურებას ითხოვდაო, დაწინაურება როგორ უნდა მოეთხოვა ბავშვს როცა ერთი დეპუტატი იყო უკვე, დეპუტატობას ხომ ვერ მოითხოვდა. არ ვგრძნობ თავ უსაფრთხოდ და ძალიან მეშინია” – აცხადებს თოდაძის დედა.
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა შესაძლო გაუპატიურების მცდელობის შესახებ, ილია ჯიშკარიანი, არც კომენტარს აკეთეს და არც ტელეფონს პასუხობს.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
წინასწარ იციან ვინ რა დროს დატოვებს პროექტს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - პაატა თედიაშვილი
ათონში მოღვაწე ბერს ჩანთიდან 14,5 გრამი მეტადონი ამოიღეს - რას წერს სასულიერო პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში
დაწერე კომენტარი