ილია ჯიშკარიანი გამომძიებელს – თამთა თოდაძე “პახმელიაზე” არ იყო”?

საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესზე გამომძიებელ ვიქტორ მახარაძეს კითხავენ.

ჩვენებაში გამომძიებელი თამთა თოდაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით საუბრობს, რა დროსაც განაცხადა, რომ თამთა თოდაძე შემთხვევის დღეს აღელვებულ მდგომარეობაში იყო.

“პახმელიაზე” არ იყო”? – მიმართა კითხვით ბრალდებულმა ილია ჯიშკარიანმა გამომძიებელს, რასთან დაკავშირებითაც, მოსამართლემ ბრალდებულს სთხოვა თავი შეეკავებინა.

თამთა თოდაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

პოპულარული

"სიხარული გნებავთ თუ წერილი?" - ჟურნალისტის შეკითხვა გიორგი გახარიას და პრემიერმინისტრის პასუხი
"გარწმუნებთ, მწვავე შეკითხვების არასოდეს არ შეგვშინებია"- გახარიას პასუხი კონგრესმენების კრიტიკაზე
გახარია შესაძლო გადადგომაზე: „ცხოვრება მოძრაობაა, ყველაფერს უნდა დაველოდოთ"
"მრისხანე განცხადებები იქნება გაზაფხულზე, პიტ ოლსონმა რა შეფასებებიც მისცა ამ ხელისუფლებას, სამედიცინო დიაგნოზია"- ოპოზიცია აქციებს 4 თებერვალს განაახლებს
"სავარაუდოდ ხვალ იქნება პასუხი"- რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში საქართველოში ჩამოსულ ჩინეთის ორი მოქალაქეზე, როლებსაც კორონავირუსსზე შეამოწმეს
ჩინეთმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1000 საწოლიანი საავადმყოფო 48 საათში ააგო
ჩინელმა მკვლევარებმა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინა შექმნეს
სექსუალური ძალადობის შემდეგ, შშმ პირი 65 წლის კაცისგან დაორსულდა - რა წერია ზუგდიდში 22 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეში
"ხელი ჩაწიე, უზნეო ხალხი ხართ" - ლაჩარი ხარ!"- დაპირისპირება მდინარაძე-ბოკუჩავას შორის (ვიდეო)
დაწერე კომენტარი