„ჯერ მიდის გეგმის გაწერა, თუ როგორ დაიწყება, როგორი იქნება მეორე ტური” – უმრავლესობაში ზურაბიშვილის გაუჩინარებას ხსნიან

სალომე ზურაბიშვილი

გასული კვირის შემდეგ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი საჯარო სივრციდან გაქრა. მმართველი გუნდი საარჩევნო კამპანიას სალომე ზურაბიშვილის გარეშე აგრძელებს. “ქართულ ოცნებაში” ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ კანდიდატი არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნის მოლოდინშია.

„ჩვენ ველოდებით ოფიციალურად მეორე ტურის თარიღის გამოცხადებას, რის შემდეგაც ქალბატონი სალომე ძალიან აქტიურ, ძალიან ეფექტურ კამპანიას დაიწყებს. პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვდრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ჩვენ ყველა  რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე,“ – განმარტავს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში.

განმარტებას პარტიის გენერალური მდივანიც აკეთებს. მისი თქმით, ჯერ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის გეგმის გაწერა მიმდინარეობს.

„ჯერ მიდის გეგმის გაწერა, თუ როგორ დაიწყება, როგორი იქნება მეორე ტური, როგორი იქნება ყოველდღიური რეჟიმი პრეზიდენტობის კანდიდატის, როგორი იქნება პარტიის პოზიცია ყოველდღიურ რეჟიმში და უახლოეს დღეებში უკვე გადაწყვეტილების შედეგად დაიწყება კამპანიის მეორე ფაზა,“ – ამბობს კალაძე.

loading…

პოპულარული

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება ჰააგაში - თეა წულუკიანი საკუთარ განცხადებას უარყოფს და ოპოზიციას ადანაშაულებს
რაც არ უნდა მინისტრები აგზავნოს ივანიშვილმა, სდიოს პირადობის მოწმობებს და ე.წ. ძველი ბიჭები ჩართოს კამპანიაში, ვერაფერს მიაღწევს - ბაჩუკი ქარდავა
"საქართველოს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მთავრობაში მტრები გვყავს"- სანდრა რულოვსი წალენჯიხაში ამომრჩეველს შეხვდა (ვიდეო)
"ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს" - გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
"ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო" - რევაზ არველაძე
50 რამ, რაც სახლიდან ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ
„ოჯახი ნიკოლოზს 10 წელი ელოდა... უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა"- მეზობლები ფონიჭალაში გარდაცვლილ დედა-შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობენ
"მთლიანი ყელი და ტანი გადაჭრილია ..." - ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
ცოლმა ქმარი უხარისხოდ გაკეთებული რემონტის გამო მოკლა
დაწერე კომენტარი