,,ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში…” – ახალი დეტალები შეყვარებულის განზრახ მკვლელობის მცდელობაზე

არ გადაკვეთო

24 წლის მამაკაცის მიერ შეყვარებულის განზრახ მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალების შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პრაიმტაიმი” ავრცელებს.

დაზარალებულის მეზობელი სოფიო ხუნდაძე ჰყვება, რომ მამაკაცმა ეზოში ჯერ ბენზინი მოასხა, შემდეგ კი „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა.

„ღამით, ასე პირველი საათისკენ, ვიღაც იდიოტმა განზრახ მკვლელობის მიზნით ჩემს მეზობელ გოგოს ცეცხლი წაუკიდა.

„ტიპმა“ ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ დაუკაკუნა კარებზე და ე. წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.

იყო საშინელი აფეთქების ხმა, შავი კვამლი და სრული უკუნითი. დაზარალებულს სხეულის 40% აქვს დამწვარი, მძიმე მდგომარეობაშია.

მადლობა ღმერთს, თავის დროზე მოვახდინეთ რეაგირება და სახანძროს მოსვლამდე ცეცხლი ჩავაქრეთ.

დამნაშავე დღეს გამთენიისას უკვე აყვანილი იყო. დამნაშავემ ისე გააკეთა, რომ ეზოში ვერავინ შევიდოდა, ჭიშკარსაც კი ვერ მივუახლოვდით თავიდან..

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო უცნობ ბიჭებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ცეცხლის ლოკალიზებაში, რომ არა ისინი, არ ვიცი, მარტო ჩვენი ძალებით როგორ გადავრჩებოდით”- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები „პრაიმტაიმთან” საუბრისას.

დაწერე კომენტარი