„ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა“ – დეტალები შეყვარებულის განზრახ მკვლელობის მცდელობაზე

ქუჩა

24 წლის მამაკაცის მიერ შეყვარებულის განზრახ მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

დაზარალებულის მეზობელი სოფიო ხუნდაძე ყვება, რომ მამაკაცმა ეზოში ჯერ ბენზინი მოასხა, შემდეგ კი „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა.

ის პოლიციას სწრაფი რეაგირებისთვის მადლობას უხდის.

„ღამით, ასე პირველი საათისკენ ვიღაც იდიოტმა განზრახ მკვლელობის მიზნით ჩემს მეზობელ გოგოს ცეცხლი წაუკიდა.

„ტიპმა“ ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ დაუკაკუნა კარებზე და ე. წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.

იყო საშინელი აფეთქების ხმა, შავი კვამლი და სრული უკუნითი. დაზარალებულს სხეულის 40% აქვს დამწვარი, მძიმე მდგომარეობაშია.

მადლობა ღმერთს თავის დროზე მოვახდინეთ რეაგირება და სახანძროს მოსვლამდე ცეცხლი ჩავაქრეთ.

დამნაშავე დღეს გამთენიისას უკვე აყვანილი იყო. დამნაშავემ ისე გააკეთა, რომ ეზოში ვერავინ შევიდოდა, ჭიშკარსაც კი ვერ მივუახლოვდით თავიდან..

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უცნობ ბიჭებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ცეცხლის ლოკალიზებაში, რომ არა ისინი არ ვიცი მარტო ჩვენი ძალებით როგორ გადავრჩებოდით.

კარგი ადამიანები ხართ, ისეთი პანიკა იყო მადლობაც ვერ გითხარით. შოკში ვიყავით, ვერც ვაცნობიერებდით რას და რატომ ვაკეთებდით, წამის მეასედითაც რომ დაგვეგვიანა არ ვიცი რა მოყვებოდა ამ ყველაფერს.

და მადლობა პოლიციას სწრაფი მოქმედებისთვის. არამარტო ეკიპაჟებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ადამიანურობა გამოიჩინეს, მიატოვეს სამუშაო ადგილი და დასახმარებლად მოვიდნენ“, – ამბობს ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის მამაკაცმა შეყვარებულს ბენზინი მოიასხა და ცეცხლი წაუკიდა.

პოპულარული

"ორშაბათ დილას ნინო გიორგობიანი არ იქნება მოხსნილი და რეალურ მიზეზს დავწერ რატომ ვერ ელევა მინისტრი!" - ელისო კილაძე
"ასე დაიწყო ეს ტრაგედია!!!" - როგორ მოხვდა შაქარაშვილი საგურამოში, დაბადების დღეზე
გასაიდუმლოებული ზარი ფოტოგრაფის გამოკითხვის ოქმში - ახალი ბუნდოვანი დეტალი შაქარაშვილის საქმეში
ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად დავით შენგელიას შვილი დააკავეს
დაწერე კომენტარი