“ჯერ არ იციან ქორწილს სად გადაიხდიან” – რას ჰყვება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი?

სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, მხატ­ვა­რი ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია და მისი მე­უღ­ლე ეკა ჭი­ჭი­ნა­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მე­გობ­რო­ბენ. ეკა ჭი­ჭი­ნა­ძე ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბობს, ივა­ნიშ­ვი­ლებ­თან ტე­ლე­ფო­ნით ხში­რად სა­უბ­რობს. ესა­უბ­რა თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ბოლო ხანს გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­სა და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას მწვა­ვე კრი­ტი­კა­ზე?

– მარ­თა­ლი გი­თხრათ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე სა­უ­ბარს არც ვა­კად­რებ! ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი “ნა­ცუ­რი” მე­თო­დე­ბია და ასე­თი ჩა­ნა­წე­რე­ბით და ბოდ­ვე­ბით ბევ­რი წე­ლია თავს იგი­ჟე­ბენ! აბა, ჩვენ არ გვჯე­რა ამ დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის და თვი­თონ ერ­თმა­ნეთ­ში გა­ნი­ხი­ლონ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით… არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რომ ამ ტუ­ტუ­ცუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის შემ­დეგ, წა­ვი­დეს და გრი­გოლ ვა­შა­ძეს მის­ცეს ხმა! ეს ხომ სა­სა­ცი­ლოა?! ასე, რომ სულ ტყუ­ი­ლად ირ­ჯე­ბი­ან! ვფიქ­რობ, ისე და­ღა­ლეს და და­ზაფ­რეს ხალ­ხი, რომ ვინც არ აპი­რებ­და არ­ჩევ­ნებ­ზე წას­ვლას და ინ­დე­ფე­რენ­ტუ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი ან ოც­ნე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო, ყვე­ლას ერთი სული აქვთ ხმა მის­ცენ სა­ლო­მეს და დამ­თავ­რდეს ეს კოშ­მა­რი! მე, მგო­ნი, ესე­ნი სა­ლო­მეს პი­ა­რით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი… არ ვი­კად­რებ ვინ­მე ცუ­დად და უზ­რდე­ლად მო­ვიხ­სე­ნიო, რად­გან ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რომ ვი­ღა­ცას შვი­ლი ყავს, დედა, მამა და ასე შემ­დეგ და და ამი­ტომ, ვფიქ­რობ, მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა არის ჩვენ­სკენ. ვიცი, რომ ყვე­ლა­ფე­რი მი­დის ისე, რო­გორც სა­ჭი­როა. ხომ გა­გი­გი­ათ, კა­ტამ თხა­რა თხა­რაო… ვში­შობ, “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი” დიდ კა­ტას გა­მო­თხრი­ან..ერ­თსაც და­ვა­მა­ტებ­დი, ეს პა­ტა­რა კა­ცუ­ნე­ბი ბი­ძი­ნას მას­შტა­ბებს ვერ ათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბენ… დღე­საც ვე­სა­უბ­რე ეკას. რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნის ამ­ბებს, ოპ­ტი­მის­ტუ­რად არი­ან გან­წყო­ბილ­ნი ისიც და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნაც. თუ ტე­ლე­ვი­ზორს გა­მოვ­რთავთ, მივ­ხვდე­ბით, რომ არც ისე ცუ­დად არის საქ­მე. ისე ჩვე­ნი მო­პო­ვე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ით და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით ძა­ლი­ან სარ­გებ­ლო­ბენ “ნა­ცე­ბი”! აბა, ამ­დენს ვინ გა­ბე­დავ­და მა­გა­თი მმარ­თვე­ლო­ბი­სას!? მე­თო­დე­ბი გა­უცვდათ, აგ­რე­სი­ის, ტყუ­ი­ლე­ბის და ძა­ლა­დო­ბის მეტი არა­ფე­რი არ იცი­ან…

თით­ქმის ერთი თვეა ამე­რი­კა­ში ვარ და მარ­ტო მი­ლოც­ვა მო­ვა­ხერ­ხე, ქორ­წი­ლი არ გა­მო­მა­პა­როთ-მეთ­ქი, – ეკას ვუ­თხა­რი… ჯერ არ იცი­ან ქორ­წილს სად გა­და­იხ­დი­ან. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გოა ბე­რას რჩე­უ­ლი, კარ­გი ოჯა­ხიშ­ვი­ლი! ბერა კი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭია, კარ­გი, ნი­ჭი­ე­რი, იუ­მო­რის სა­უ­კე­თე­სო გრძნო­ბით… მთე­ლი ოჯა­ხი ბედ­ნი­ე­რია ამ სი­ახ­ლით”, – განაცხადა ეკა ჭიჭინაძემ “ambebi.ge – სთან ინტერვიუში.

loading…

პოპულარული

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა - მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
დაწერე კომენტარი