“ჯაფარიძე შეიყვანეს ციხეში სუბელიანთან და დადგეს საუბარი, როგორ იყო შეგნებულად დადგმული ჩვენთვის გადმოცემული აუდიოფირი” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

მორიგი ჩანაწერები, რომელსაც ხელისუფლება იმის დასამტკიცებლად გაასაჯაროებს, რომ ციხეში ჩაწერილი აუდიოფაილი, სადაც მირზა სუბელიანის ხმა ისმის, დადგმულია -“რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დღეს ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც უკვე გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს, შეიყვანეს ციხეში სუბელიანთან და ჩააწერინეს საუბარი, თითქოს გუშინ “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები დადგმულია.

„ინფორმაციაა ასეთი, რომ დღეს ვიქტორ ჯაფარიძე შეიყვანეს ციხეში მირზა სუბელიანთან და იქ დადგეს საუბარი, როგორ იყო შეგნებულად დადგმული და ნალაპარაკები ჩვენთვის გადმოცემული აუდიოფირი. როგორც ჩანს ბატონი ვიქტორ ჯაფარიძეც შეწირეს ამ ყველაფერს. არ ვიცი ახლა ეს საიდან მოგვეწერება “რუსთავი 2”-ს. სუბელიანს უკვე გვაწერენ და ეტყობა ვიქტორ ჯაფარიძეც უნდა მოგვაწერონ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ეს უკვე აღარ არის პოლიტიკის სფერო, არც სამართლის. ეს უკვე ფსიქიატრიის სფეროა. ნუ ფსიქიატრიასთან მედია უძლურია ნამდვილად,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

loading…

პოპულარული

ევროპის ჩემპიონის ცემის სკანდალი - ვეტერანი სპორტსმენები გეგეშიძის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებენ და საკითხის შესწავლას ითხოვენ
ლენინის მუმიის დამარხვა რუსეთში პროტესტებს გამოიწვევს - პუტინის მრჩეველი
მამაკაცს, რომელსაც ქართველმა ექიმებმა სიმსივნე დაუდგინეს, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა (ვიდეო)
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
დაწერე კომენტარი