ზურა ჯაფარიძე პირველკლასელებს „უსამძიმრებს“

ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პირველკლასელებს „უსამძიმრებს“ და სასწავლო წლის დასწყებასთან დაკავშირებით  პოსტს ავრცელებს.

„ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო.

თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯხეთის გავლა, სადაც:

– დაგამცირებენ
– მოგექცევიან როგორც მონებს
– დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას
– არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ
– გასწავლიან ფარისევლობას
– დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს
– შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს
– შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას
– საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის

და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ

ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა“,- წერს ჯაფარიძე.

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი