“ჯარში გამიწვიეს ღმერთო ჩემო, თავს მოვიკლავ” – რუსთაველი ახალგაზრდა

რუსთაველი ქვიარ ახალგაზრდა, პირობითი სახელით Drago Flowers, ჯარში გაიწვიეს. “ჯარში გამიწვიეს ღმერთო ჩემო, არა თავს მოვიკლავ”, – წერს ის სოციალურ ქსელში. როგორც იგი აცხადებს, სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა მის ძალებს აღემატება და ამისთვის არც ფიზიკურად და არც მორალურად მზად არ არის.

“იმდენად საშინელი იქნება ჩემთვის ეს სიტუაცია, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ წავიდე. დავიწყოთ იქიდან, რომ ამ ქვეყანას ჩემთვის კარგი არაფერი გაუკეთებია და ძალიან არ მესიამოვნება, რომ ამ ქვეყნის სამსახურში ვიყო. რაც შეეხება ჯარს, ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან და ფსიქოლოგიური ასპექტიდან გამომდინარე, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება ჩემთვის ეს ყველაფერი”, – აცხადებს ახალგაზრდა.

მისივე ინფორმაციით, ერთადერთი შანსი იმისა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი აარიდოს, დედისერთობაა. “გამიმართლა, რომ ერთი შვილი ვყავარ დედაჩემს”, – აცხადებს Drago Flowers “ინფო რუსთავთან” სუბარში.

დაწერე კომენტარი