ადვოკატის ცემაში ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასამართლომ 10 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასამართლომ 10 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ხელნაკეთი ქალის ჩანთა

მოსამართლემ კვირკვაიას მიმართ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მესამე ნაწილიდან პირველ ნაწილზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული
პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (მუხლის მესამე ნაწილი იმავე დანაშაულის არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან/და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენას გულისხმობს).

„სასმართლომ იხელმძღვანელა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. დანაშაული ნაწილობრივ მიიჩნია დადასტურებულად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ლაშა კვირკვაიამ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, თუმცა არა ძალადობით“, – განაცხადა საქმის მოსამართლემ.

ორივე მხარე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

შემთხვევა 2016 წლის 8 ნოემბერს მოხდა. ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებდა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მას ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში მიაყენეს. ის ცემაში სწორედ ამ განყოფილების უფროსს, ლაშა კვირკვაიას ადანაშაულებდა.

მომხდარის შემდეგ, კვირკვაიას ჯერ უფლებამოსილება შეუჩერდა, მოგვიანებით კი, პროკურატურაში დაწყებული გამოძიების საფუძველზე, პოლიციის მაღალჩინოსანი დააკავეს. ის ბრალს სასამართლო განხილვის არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა.

ლაშა კვირკვაიას მტკიცებით, ადვოკატმა პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებისას კი თვითდაზიანებები მიიყენა.

ბრალდებული, დაკავების შემდეგ, შეუძლოდ გახდა და მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს. რამდენიმე კვირაში კი, პირველ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა და კვირკვაია 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

იტვირთება…

პოპულარული

ჩერნობილი დღეს - როგორ გამოიყურება დაცარიელებული ქალაქი 32 წლის შემდეგ
საზარელი ავარია თბილისში - გარდაცვლილია არასრულწლოვანი
სკანდალის შემდეგ, ბაჩო შენგელია ბოდიშს იხდის, რესპუბლიკური საავადმყოფო კი ექიმის ქმედების განხილვას გეგმავს
,,ყველა გადაცემა უნდა დავხურო..." - როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია ივანიშვილის პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნებას
დაწერე კომენტარი