ჯანჯღავას ადვოკატი: ,,თამთას ფილტვების ანთება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს”

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქოტროპულ პრეპარატებს მოიხმარდა.

“შესაძლოა, მკურნალობის დროს ადამიანმა მოიხმაროს ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის დანიშნულებით, უბრალოდ ამით სახელმწიფო ბრალდება არ დაინტერესებულა. ჯანჯღავას დღეის მდგომარეობით ფილტვების ანთება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს, რაზეც საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ”, – განაცხადა ადვოკატმა.

დაწერე კომენტარი