ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა საკრებულოში

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს

cyc

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი უძღვებოდა.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და საოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი წარუდგინა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების წესში ტექნიკური ხასიათის ცვლილებაზე იმჯელეს და თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს მხარი.
კერძოდ, ცვლილების თანახმად, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირი განცხადებით მომართვამდე 6 თვით ადრე მაინც თბილისში უნდა იყოს რეგისტრირებული.
როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება იძულებით გადაადგილებული პირებისა და ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ბენეფიციარების გარდა, წესით მოსარგებლე ყველა ადამიანს შეეხება.

რეკლამა

დაწერე კომენტარი