ჯაბა ჯიშკარიანი მთაწმინდის მცხოვრებლებს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი რაიონის გამგებელთან გელა არჩვაძესთან ერთად სოლოლაკში ამაღლების, წავკისის, კოჯრის, იაშვილის და ბერიძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

cyc

როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა განმარტა, მოქალაქეებს, ძირითადად, ე.წ. „ამხანაგობის“ არარსებობის, ავარიული სახლების (გადახურვა, გამაგრება) და სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, რომელთა მოგვარებას დეპუტატი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გეგმავს.
დღესვე, ჯაბა ჯიშკარიანი მთაწმინდის რაიონში სხვადასხვა მისამართებზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, რომლებმაც თბილისის მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურებთან და ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.
დევნილების თხოვნის საფუძველზე და ჯაბა ჯიშკარიანის შუამდგომლობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან სოზარ სუბართან შეხვედრა ხვალ გაიმართება.

რეკლამა

დაწერე კომენტარი