ჯაბა სამუშიამ თემქაზე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ჯაბა სამუშიამ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან და საქართველოს პარლამენტის ნაძალადევის მაჟორიტართან ზაზა გაბუნიასთან ერთად თემქაზე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

cyc

პროექტს  თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქოსამსახური ახორციელებს. სპორტულ კომპლექსში კრივის არენა,  საჭიდაო მოედანი,  დიდიდა საშუალო ზომის დახურული ტიპის  საცურაო აუზები განთავსდება.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება.

როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, ამ დრომდე თემქაზე მსგავსი მრავალფუნქციური სპორტულიკომპლექსი არ არსებობს.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი, თბილისის მერიის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილორივი მოსახლეობა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი