ხუთჯერ შეცვლილი ჩვენება – საქალაქო სასამართლოში მოზარდების მკვლელობის საქმეზე მთავარ მოწმეს კითხავენ

ხორავას ქუჩის ტრაგედიაში ეჭვმიტანილი

მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღეს საქმის მთავარი მოწმის ჯვარედინი დაკითხვის პროცესი დასრულდება. საუბარია 51-ე სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც ჩვენება უკვე 5-ჯერ შეცვალა.

„ვაგრძელებთ ბრალდების მხარის მთავარი მოწმის დაკითხვას, რომელმაც უკვე აღარც მახსოვს რამდენჯერ შეცვალა და კატეგორიულად უარყო თავსი ჩვენებები. უფრო ვრცლად მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც დავამთავრებ მის დაკითხვას“-აცხადებს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

დაკავებული არასრულწლოვნის კიდევ ერთი ადვოკატი ინგა შარაშენიძე კი აცხადებს, რომ პროკურატურის „ოქროს მოწმე“ ცრუ ჩვენებებს საკუთარი თავის გადასარჩენად აძლევს. ადვოკატი ეჭვობს, რომ მოწმე ზეწოლის ქვეშაა.

„ეს მოწმე ამბობს არასწორს და არის ზეგავლენის ქვეშ. ბრალდების მოყვანილი „ოქროს მოწმე“ თავის და მისი ახლობლების გადასარჩენად სხვა პირებს ადებს ხელს“-აცხადებს ადვოკატი ინგა შარაშენიძე.

ბრალდების მხარის განცხადებით კი 51-ე სკოლის მოსწავლის ჩვენება ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მოსამართლის გადასაწყვეტია ჩვენების რა ნაწილს გაიზიარებს.

„მინდა მოგახსენოთ, რომ ხსენებული მოწმე იძლევა ინფორმატიულ ჩვენებას ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების შესახებ. რა ნაწილშია მისი ჩვენება გასაზიარებელი და რა ნაწილში არა, ამის კომპეტენცია მხოლოდ მოსამართლეს განეკუთვნება“-აცხადებს პროკურორი ზვიად ფხაკაძე.

loading…

პოპულარული

„ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი ხელისუფლების დასასრული დაიწყო და ყველა უბედურების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს“ - გიორგი ვაშაძე ექსპრემიერის ინტერვიუს აფასებს
"ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, სესხების გამცემ ორგანიზაციებთან ბრძოლა დაიწყო" - ზურაბ ჭიაბერაშვილი
აფეთქება სოფელ ხეთაში - დაშავებული 66 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
"შავი სია წაიშლება, მაგრამ ბანკი ისე იოლად კრედიტს ვეღარ გასცემს, როგორც ადრე გასცემდა" - ფინანსთა მინისტრი
"ეს არის წინასაარჩევნო აფიორა და ივანიშვილი ვალებში არანაირი მილიონების გადახდას არ აპირებს" - ზაალ უდუმაშვილი
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
ირინკა კავსაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბებიის, ბელა მირიანაშვილის სახე გააცოცხლა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი