ხუთივე ბრალდებულმა გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო -პროკურორი

გიორგი შაქარაშვილი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი დაცვის მხარის განცხადებებს რომ პროკურატურას არ აქვს პირდაპირი მტკიცებულება, როგორ ჩააგდეს გიორგი შაქარაშვილი წყალში, პასუხობს. დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის გარემოება, რომ გიორგი შაქარაშვილს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულზე და მისი გარდაცვალება წყალში დახრჩობით მოხდა. ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვს ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო. ამას ვარაუდით არ ვამბობთ, ამას მტკიცებულებების, ვიდეოჩანაწერის, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ვაცხადებთ – ამბობს პროკურორი.

მისივე თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ  გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი იმ ტერიტორიასთან ახლოს იყვნენ, სადაც შაქარაშვილს მისდევდნენ. გარდა ამისა, პროკურორი ამბობს, რომ როცა გურამ ამირხანაშვილი თბილისში წამოიყვანეს, გზაშიც იყო საუბარი შაქარაშვილთან დაკავშირებით, ბრალდებულები ინტერესდებოდნენ, ისევე კარგად იცოდა თუ არა მან ცურვა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას “ტოიოტა ქამრის” 5 მგზავრს – არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ედავებიან.

დაწერე კომენტარი