ხუბეის პროვინციაში კარანტინის ფარგლებში გამოცხადებული თითქმის ყველა შეზღუდვა 25 მარტიდან გაუქმდება

ჩინეთი

ჩინეთის ხელისუფლება ხუბეის პროვინციაში კარანტინის ფარგლებში გამოცხადებულ თითქმის ყველა შეზღუდვას 25 მარტიდან გააუქმებს. შეზღუდვები ძალაში 8 აპრილამდე დარჩება პროვინციის ცენტრში, ქალაქ უხანში. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი ტიპის კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში სწორედ უხანში გავრცელდა. ინფექციური დაავადების გავრცელების შემდეგ ხელისუფლებამ ქალაქსა და მთელს პროვინციაში მკაცრი კარანტინი დააწესა.

ბოლო მონაცემებით, ხუბეის პროვინციაში სულ კორონავირუსის 68 ათასამდე შემთხვევა დადასტურდა. თუმცა ბოლო დღეებში ახალი პაციენტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ხუბეის პროვინციაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

loading...

პოპულარული

სოფო ბედია, მისი ქმარი, ნინი ქარსელაძე, თემურ თათარაშვილი და სხვა ცნობილი მომღერლები COVID-19-ის წინააღმდეგ ამღერდნენ - ახალი კლიპი, რომელმაც ყველა გაამხიარულა
"ეს არის ქურდობა"- გახმაურებული კლიპის ავტორებს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ​
ქართული წარმოების როგორ პირბადეს გვპირდებოდა ეკონომიკის მინისტრი და როგორი მივიღეთ
ივანიშვილზე კრიტიკული სტატუსის გამო ნაცემი ვლადიმირ ივანოვი სახლიდან ისევ პოლიციელებმა გაიყვანეს - დაზარალებულის პირველი ინტერვიუ
დაწერე კომენტარი