ხოჯევანიშვილს, ისევე როგორც მე, ელექტრონულ ფაილებთან წვდომა არ ჰქონდა – გოგაშვილი

გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ უწყების ხელმძღვანელ პირებს ელექტრონულ ინფორმაციასთან წვდომა არ ჰქონდა. გოგაშვილი განმარტავს, რომ IT სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მათთან მხოლოდ მატერიალური სახით, ფურცელზე ამობეჭდილი მიდიოდა.

“არის სამუშაო კომპიუტერები, რომლებიც გარე ქსელთან არ არის დაკავშირებული. არის შიდა ქსელი, დაცული. ყველა მუშაობს თავის კომპიუტერთან […] ამ კომპიუტერებთან, ელექტრონულ ფაილებთან ჰქონდა წვდომა მხოლოდ IT სამსახურს, რომელიც შიდა უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო ჩვენთან [უფროსის მოადგილეებთან] … მე არ მინდა, რომ ხოჯევანიშვილის ადვოკატი გამოვიდე, მაგრამ, ისევე როგორც მე, მას არ ჰქონდა ელექტრონულ ინფორმაციასთან წვდომა […]

დამუშავება ფაილების ელექტრონულად ხდება ინიციატორისგან, ვინც მოიპოვა ინფორმაცია. ნებისმიერ, ეს არის, დავუშვათ, ოპერატიული მიყურადებით თუ ა.შ. ხოლო შემდეგ ხდება ამობეჭდვა ინფორმაციის, გროვდება ეს ანალიტიკურში და ანალიტიკურიდან ამობეჭდილი ინფორმაცია შემოდის ხელმძღვანელობასთან. შემდეგ უკვე მიდის თათბირი და განხილვა ინფორმაციის და გადაწვეტილებების მიღება”, – განაცხადა გოგაშვილმა TV პირველის ეთერში. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი