მეცნიერები: ხოჭოს შხამს კიბოს განკურნება შეუძლია

არსებობს ხოჭოების  სახეობები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია სიცოცხლისთვის, თუმცა თურქი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ მწერების ძლიერ შხამს დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია კიბოსთან ბრძოლის პროცესში. ამის შესახებ თურქული Dailysabah-ი წერს.

ხოჭო Paederus-ის შხამს მანისას უნივერსიტეტის მკვლევარი და პროფესორი, სილან ანლასი „კიბოს მკურნალობის იმედს“ უწოდებს.

პროფესორი ხოჭოებს უკვე 15 წელია იკვლევს. მისი თქმით, ხანგრძლივი კვლევის თავდაპირველი შედეგები იმედისმომცემია, რადგან შხამმა კიბოს უჯრედების დაზიანება შეძლო.

„ახალი თაობის ანტიბიოტიკების წარმოქმნის მიზნით, უკვე დავადგინეთ, რომ ხოჭოს შხამს დიდი ეფექტი აქვს და არაერთ ბაქტერიას ანადგურებს”.

imedinews.ge

პოპულარული

"ზურგით ვათრევდი პადვლიდან პროდუქციას და არავინ დაინტერესებულა, შენ კაცი ხარ, ქალი თუ ხარი ხარ" - "სპარის" კონსულტანტი გოგონას ვიდეომიმართვა
"გაყინული და არ ვიცი საიდან მოსული ძალით ვწერ... მადლობა, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე..." - ავარიისას გარდაცვლილი ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
20 ტიპის მამაკაცი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა არ უნდა იქონიო
27 წლის ქველმოქმედი გოგონა ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის - ანას საზოგადოების დახმარება სჭირდება
დაწერე კომენტარი