ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს(ვიდეო)

დღეს დაკრძალეს ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძე. 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი შემთხვევის შემდეგ 12 ჭრილობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდის გადასარჩენად 22 საათის განმავლობაში საავადმყოფოს რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. მას ინტენსიურად უტარდებოდა სისხლის გადასხმის პროცედურები. ჩაუტარდა სამი გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა უშედეგოდ.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

loading…
გააკეთე კომენტარი!