ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი ერთი საათის წინ დაიწყო.

დღეს იმ ორი არასრულწლოვანის დაკითხვა იგეგმება, რომლებიც 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაწყებულ და ხორავას ქუჩაზე გაგრძელებულ ინციდენტებში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

დაცვის მხარე პროკურატურას მტკიცებულებების გადაცემის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

„ბრალდების მხარეს ჯერჯერობით არ გადმოუცია ჩვენთვის ის ნივთმტკიცებები, რომელზეც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა. დაკითხულია რამდენიმე არასრულწლოვანი, თუმცა მოგეხსენებათ, ჩხუბში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ყველა ის პირი, ვინც დადგენილი ჰყავს ბრალდების მხარეს, სასამართლოში აუცილებლად უნდა დაიკითხოს“,- განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
"ახალი შეთქმულება ივანიშვილის კარზე... უთხარი ბიძინას, გუნცაძე დანიშნოს, მერე ჩვენ მივხედავთ"
დაწერე კომენტარი