“ხომ გახსოვთ,ზურას რაც მოუწყეს, ცერცვაძე პრესკონფერენციებს უძღვნიდა…როგორი სულგრძელია, როგორც ადამიანი და როგორი პროფესიონალია, როგორც ექიმი” – კვესიტაძე

ცერცვაძე-კვესიტაძე

ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში ზურბ გურულის მიერ, მთვრობისთვის მიცემულ რჩევებს ეხმაურება:

“ხომ კარგად გახსოვთ, ზურას რაც მოუწყეს – ბოტებისა და ტროლების არმიით ჯვაროსნული ომი გამოუცხადეს, მის დიპლომს იკვლევდნენ და წერდნენ, ეგ ექიმიც არ არის, სანიტრად მუშაობსო – არაფერი დარჩათ, რაც არ უკადრებიათ, არაფერი! ცერცვაძე პრესკონფერენციებს უძღვნიდა, ზურა გურულს სხვისი აშენებული საქართველო არ უნდაო.

მე ძალიან კარგად ვიცი, რა გადაიტანა ამ უსამართლობის გამო იმ დღეებში და თვეებში ზურამ და ეს სურათი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, როგორი სულგრძელია, როგორც ადამიანი და როგორი პროფესიონალია, როგორც ექიმი”- წერს კვესიტაძე.

დაწერე კომენტარი