„ხმა მივეცი ცვლილებებს” – სანდრა რულოვსმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს,” – ეს განცხადება ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმარამდენიმე წუთის წინ, ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. მან საკუთარი არჩევანი ზუგდიდის 82 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. 

„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის და ნეპოტიზმის ნაცვლად, მთავარია ადამიანებზე ზრუნვა, სადაც არის განვითარება, სადაც იქნება დასაქმება, დაცულ, თავისუფალ გარემოში. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ დიდ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს დიდი  პასუხისმგებლობა. მე ხმა მივეცი ასევე ნათელ ევროპულ მომავალ ზუგდიდში,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის და მას საზოგადოება მხარს დაუჭერს.  

ეს სწორედ ის უბანია, სადაც  ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. კომისიის თავმჯდომარემ გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე ჩააგდო, შესაბამისად გადასატანი ყუთი დაილუქა და 31 ადამიანი შესაძლოა, ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩეს.

სწორედ სანდრა რულოვსი და მისი მომხრეები აღმოჩნდნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი თავდასხმისა და უკანონო ქმედების მსხვერპლი. მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი – ეს იმ უკანონო ქმედებების არასრული ჩამონათვალია, რომლის დახმარებითაც ხელისუფლება ოპოზიციისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თაკო ჩარკვიანი ცუდად გახდა
დაწერე კომენტარი