“პატარკაციშვილის მოშორება რომ უნდოდა მიშას 2007 წელს გავიგეთ,ეს სწორედ ის დროა, როდესაც ხიხო გულუხვად აფინანსებდა სააკაშვილს”

ცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

სისულელეა, კუდის მაღალჩინოსნის, ამ შემთხვევაში – ვინმე “მასტერას”, განზრახვა და გეგმა, უფრო სწორედ, სატელეფონო საუბარი ამ გეგმის შესახებ, დააკვალიფიცირო როგორც მკვლელობა. ეს მკვლელობის მცდელობასაც კი ვერ ქაჩავს. ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის მოშორება რომ უნდოდა მიშას, ეს ჯერ კიდევ 2007 წელს გავიგეთ, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა გააჟღერა, რომ სააკაშვილმა მას ბადრის ლიკვიდაცია დაავალა და სწორედ ამ განცხადებებს მოჰყვა ნოემბრის აქციები ფაქტობრივად. ისე, თუ გახსოვთ, ეს სწორედ ის დროა, როდესაც ხიხო გულუხვად აფინანსებდა სააკაშვილს.

ამ ჩანაწერების ჩვენების ერთადერთი მიზანია დღევანდელი “ბესპრიძელი” სააკაშვილის დროინდელ “ბესპრიძელზე” ლაპარაკით გადაფარონ. თუმცა, რაც მეტს ცდილობენ, მით მეტ ქოცობებს აკეთებენ. ამ დინამიკით საეჭვოა საერთოდ მიაღწიონ 2020 წლის არჩევნებამდე…

ჰოდა, 2016 წლიდან მოყოლებული დანაშაულს ფარავენ, არა?

loading…

პოპულარული

პარტიული რევოლუცია ბიძინა ივანიშვილის დასამხობად - რა მოლაპარაკებებს მართავდნენ კვირიკაშვილი და ხაზარაძე (ვიდეო)
ევროპის ჩემპიონის ცემის სკანდალი - ვეტერანი სპორტსმენები გეგეშიძის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებენ და საკითხის შესწავლას ითხოვენ
ლენინის მუმიის დამარხვა რუსეთში პროტესტებს გამოიწვევს - პუტინის მრჩეველი
მამაკაცს, რომელსაც ქართველმა ექიმებმა სიმსივნე დაუდგინეს, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი