ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ

ნიკა რურუა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრს, კულტურის ყოფილი მინისტრს ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ.

მისი ცხედარი, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის სახლში ნახეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ნიკა რურუა 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.

ნიკა რურუა იყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი, რომელიც 2006 წელს გაიხსნა.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა.

 

loading…

პოპულარული

„სამედიცინო პერსონალი არის აგრესიული, არ უნდათ ვინმემ გამოიტანოს რეალური ვითარება“ - ადვოკატის განცხადებით დეკანოზის მდგომარეობა დამძიმდა
„ზიარების შეფერხება არ ხდება, ნებისმიერ მღვდელს თუ მღვდელმთავარს შეუძლია აზიაროს“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე
„ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“ - მეუფე ანდრია გვაზავა დეკანოზ გიორგი მამალაძეს
„ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, თუკი რაიმე მოუვა, ნათელი მოეფინება ყველაფერს“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აკისრებს
„სოლიდარობა მამა გიორგის“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან ხვალ აქცია გაიმართება
„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან (ვიდეო)
„მოგეკითხებათ პირველ რიგში თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო“ - ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
დაწერე კომენტარი