„სავარაუდოდ, შაქარაშვილს წიხლებს ურტყამდნენ და ვიღაც პირზე ხელს აფარებდა“ – ბესიკ კილასონია

ბესიკი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის და სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბესიკ კილასონიას განცხადებით, შესაძლოა 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ტრაგიკულ ღამეს კონფლიქტის დროს ვიღაც პირზე ხელს აფარებდა. კილასონიამ „ტვ პირველის“ ეთერში რამდენიმე საეჭვო გარემოებაზეც ისაუბრა.

„ფილტვებში მრავლობითი ტარდიას ლაქები არის აღწერილი, ეს ლაქები ხშირად მექანიკური ასფიქსიის დროს ვითარდება. ცემის დროს ისეთი ძლიერი დარტყმები მუშტით ვერ ექნებოდა. სავარაუდოდ მას, წიხლებს ურტყამდნენ და მეორე ადამიანი კი პირზე ხელს აფარებდა, რა დროსაც სავარაუდოდ გაითიშა, წყალში გადაგდების შემდეგ კი ასფიქსია მოხდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდია“, – აღნიშნა ბესიკ კილასონიამ.

დაწერე კომენტარი