„ხელოსანი ბიჭი იყო, მშენებლობაზე მუშაობდა” – ვინ არის ავარიაში დაღუპული ახალგაზრდა

სოფელ გაჭედილის რწმუნებულის ოთარ რუხაიას ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ  მარტვილში დაღუპულია 31 წლის ახალგაზრდა ვლადიმერ ბჟალავაა. 

„ხელოსანი ბიჭი იყო, მშენებლობაზე მუშაობდა, მოძრაობდა ოპელის მარკის ავტომობილით, გზაზე ბეტონს შეეჯახა და ამოტრიალდა”, – უთხრა “პრაიმტაიმს” რუხაიამ. 

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი მარტვილის რაიონ სოფელ გაჭედილის მკვიდრია. 1988 წელს დაბადებული ვლადიმერ ბჟალავა ავტომობილს თავად მართავდა. უბედური შემთხვევა სოფელ ინჩხურის ტერიტორიაზე მოხდა.

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი