ხელოვნურმა ინტელექტმა ბარიერების დიდი ნაწილი წარმატებით გადალახა (ვიდეო)

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტის შექმნას უკვე რამოდენიმე ათეული წელია ცდილობს კაცობრიობრიობა, თუმცა ბოლო წლებში მიღწეული წინსვლა მართლაც რომ ყურადღების ღირსია და დამაფიქრებელი. ერთ-ერთ ასეთი მცდელობის ავტორებმა, კერძოდ Google DeepMind-ის სპეციალისტებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც უცნობ რელიეფზე დატანილ დაბრკოლებებს ნავიგაციის მეშვეობით ლახავს. ამისთვის, სპეციალისტებმა ე.წ. გაძლიერებული სწავლების მეთოდი გამოიყენეს. ამ პროგრამის დროს, ტესტირების სისტემა (აგენტი) თვითსწავლებისა და თვითგანვითარების მეთოდს იყენებს. ინფორმაციას The Verge ავრცელებს.

დეველოპერებმა ვირტუალურ დონეზე რამდენიმესაფეხურიანი სხვადასხვა სირთულის სივრცე შექმნეს, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტს თავად უნდა გაეკვლია გზა და თავიდან აეცილებინა “ძირს დავარდნა”. ვირტუალურ სივრცეში სამი აგენტი გაუშვეს: ორ და სამფეხიანი სხეულის მქონე და ერთიც ადამიანის ფორმის. სირთულეების წარმატებით ან წარუმატებლობით გადალახვის შემთხვევაში სისტემაში დამონტაჟებული იყო ე.წ. დაჯილდოვების და დაჯარიმების მექანიზმები. ამის წყალობით, ხელოვნურმა ინტელექტმა გამოიმუშავა უნარები და ბარიერების დიდი ნაწილი წარმატებით გადალახა.

 

დაწერე კომენტარი