მოჰკიდოს ხელი კობახიძეს და წაიყვანოს პარლამენტიდან, ვიდრე ეს შენობა პოლიტიკურად გადაუწვია – ბესელია ივანიშვილს მიმართავს

ეკა ბესელია

მოჰკიდოს ხელი კობახიძეს და წაიყვანოს პარლამენტიდან, ვიდრე ეს შენობა პოლიტიკურად გადაუწვია – ბესელია ივანიშვილს მიმართავს  დღეს, 16:26

“ქართული ოცნებიდან” დემარშით წასული ეკა ბესელია, პარტიის თავმჯდომარეს მიმართავს. ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს კობახიძე წაიყვანოს პარლამენტიდან.

“მოჰკიდოს ხელი მისმა პატრონმა და წაიყვანოს პარლამენტიდან, ვიდრე ეს შენობა პოლიტიკურად გადაუწვია” – ამბობს ბესელია.  

განცხადება ბესელიამ კობახიძის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ მას ყოფილი თანაგუნდელი იმპიჩმენტით ემუქრება. 

„ეკა ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, მას რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია“-განაცხადა კობახიძე.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის არასდროს გამოჰკიდებია არც ერთ თანამდებობას, მით უმეტეს არასდროს იქნებოდა ისეთი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე როგორიც ირაკლი კობახიძეა. 


პოპულარული

"დღეს, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
რა უნდა ვიცოდეთ საპოლიციო რეიდის დროს - რეკომენდაციები
სროლა და ყაჩაღობა ვარკეთილში - ბანკის დაყაჩაღების კადრები (ვიდეო)
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი