“ხელის შებრუნება ძველ პატრონზე, როგორც კი ახალი უფრო მაღალ ხელფასს შესთავაზებს…” – დავით მღებრიშვილი რუსთავიორში დარჩენილებზე

სტრატეგიული და პოლიტიკური კვლევების ცენტრის დამფუძნებელი დავით მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

გუშინ ნიკა გვარამიამ აბსოლუტურად სწორად შენიშნა რ2-ში დარჩენილ მის ყოფილ თანამებრძოლებზე, რომ 7 წლის განმავლობაში, ისინი როგორც დაქირავებული მებრძოლები, მაღალი ხელფასის გამო უპირისპირდებოდნენო ივანიშვილს.
დიახ ეს ასეა.
შუა და გვიან შუასაუკუნეებში, სწორედ დაქირავებული მებრძოლები იყვნენ ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი და ეფექტური დანაყოფი. ამიტომაც ყოველთვის მაღალი იყო მოთხოვნაც მათზე.
უბრალოდ მათ ერთი თვისებაც ჰქონდათ, საბრძოლო ხელოვნების ოსტატურად ფლობასთან ერთად, ხელის შებრუნებაც იცოდნენ ძველ პატრონზე, როგორც კი ახალი( თუნდაც იმ წუთას მტერი) უფრო მაღალ ხელფასს შესთავაზებდა….

ასეთია დაქირავებული მებრძოლის წესი.
როქის სპა ერქვათ მათ ოდითგან ქართულად.

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დაწერე კომენტარი