ხელისუფლების წარმომადგენლებს ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ აქვთ

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის  განცხადებაზე, რომ სალომე ზურაბიშვილის წიგნის გარკვეულ ფრაგმენტებს რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს, ამბობს, რომ ეს წიგნი წაკითხული არ აქვს და არ იცის რაზეა საუბარი.

„ერთი რამ მკაფიოდ შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველის ხელისუფლების პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მკაფიოდ არის გაცხადებული, სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები სრულ თანხვედრაშია ამ პოზიციასთან. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართალთან იყოს სრულ შესაბამისობაში. ყველა პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს საერთაშორისო ფორმატში, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან”,- განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც ირკვევა მათი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის წიგნი არც უმრავლესობის ერთ ერთ წევრს, სოფო კილაძეს აქვს წაკითხული –  “თვითონ წიგნი მე წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვშიშობ, რომ ოპოზიცია ამ ყველაფრის არასწორად ინტერპრეტირებას ახდენს” ამბობს კილაძე თემის კომენტირებისას.

პოპულარული

ივანიშვილი ფავორიტ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა - საბედისწერო ვახშამი, რომელსაც ლაშა ჟვანიას თანამდებობა შეეწირა
ბატიაშვილის ორმაგი სტანდარტი და არჩევნებს შეწირული ია კერზაია - უმძიმესი სურათი ზუგდიდის მე-11-ე სკოლაში (ფოტო,ვიდეო)
"ლევან ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები მისი მანქანიდან ამოიღეს" - ადვოკატი
„ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ, გადადით ლეიბორისტებში“ - დაპირისპირება პარლამენტში
საჯარო სექტორის უარი მთავრობას- „გაკვირვებულები ვართ, საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა“- სურგულაძე
"მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის... ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას" - ლევან ჯიბღაშვილი
"როცა გავიღვიძებ მექნება დიდი ტაკ...ბი" - თამო ვაშალომიძემ უკანალი გაიდიდა (ვიდეო)
თოვლი, ქარი და წვიმა - როდის გაუმჯობესდება ამინდი საქართველოში
მიწისძვრის გამო ცათამნჯენის აუზიდან წყალი ჩანჩქერივით გადმოიღვარა - შთამბეჭდავი სანახაობა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი