“ხელისუფლება ცდილობს ჩამოიშოროს კრიტიკული მედიები”_ნიკა გვარამია


Tv პირველსა და მთავარ არხს გუშინ ინკასო დაედო. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ და tv პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ისაუბრეს. ნიკა გვარამიამ ამ საქციელს უსინდისობის პიკი უწოდა და მთავრობა ამ კრიზისის კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად გამოყენებაში დაადანაშაულა.

“ცხადია რასაც აკეთებს ხელისუფლება, ის ცდილობს ჩამოიშოროს კრიტიკული მედიები, ჩააქროს ეს მედიები. საგანგებო მდგომარეობის გამიცხადებას როგორც ჩანს მედიების გაჩერება ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ არის. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ამ გზით ჩამოიშორონ კრიტიკული მედიები. ვაკვირდებით ასევე პროცესებს, ვის დაადებენ ინკასოს და ვის არა, იმიტომ, რომ ეხლა დაიწყება მასობრივად ვერ გადახდა გადასახადების და ესეთი საერთო გაჭირვების დროს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის პიკი უსინდისობის. რა გვედზე დადგომაზე ლაპარაკობს საქართველოს მთავრობაჩვენი მხრიდან, როცა თვითონ ელემენტარულ ვითარებაში ზურგში გვარტყამს დანას. ” _ თქვა ნიკა გვარამიამ.
ამ ყველაფრის შესახებ ვატო წერეთელმაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მინისტრი ტყუის როდესაც ამბობს რომ ტელევიზიას გადავადება უნდა მოეთხოვა. ტელევიზიამ ორი დღის უკან წერილი მისწერა ხელისუფლებას. მისი თქმით tv პირველს ფაქტობრივად დანა გამოუსვეს ყელში.

” დღეს პრაქტიკულად ტელევიზია გაჩერების სტადიაში მიიყვანა ხელისუფლებამ. მინისტრი გამოვიდა და იძახის, რომ უნდა მოგვმართოს ტელევიზიამ, უნდ მოემართა ტელევიზიასო. ტყუის მინისტრი იმიტომ რომ ჩვენ ორი დღის უკან წერილი მივწერეთ მინისტრს გადავადებასთან დაკავშირებით. სამწუხარო ისაა რომ 55 მილიონი აქვს ხელისუფლების საყვარელ ტელევიზიებს დღეს დავალიანება დ ამაზე ხელისუფლება ხუჭავს თვალს.დღეს tv პირველს პრაქტიკულად გამოუსვეს დანა ყელში. “_ ვატო წერეთელი ინკასოსთან დაკავშირებით
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანმა კი თქვა, რომ ინკასო ავტომატურად დაედო ტელევიზიებს და შეუძლებელია ვინმეს დისკრეციით ედებოდეს ინკასო,რადგან ყველაფერი ავტომატურ რეჟიმზეა.

” ავტომატურად დაედოთ არც ტელევიზიები ყოფილა გამოყოფილი და არც რამე სხვა ბიზნესი რომელიც ვინმეს დისკრეციით დღეს, სრული პასუხისმგებლობით გეობნებით შემოსავლების სამსახური იქნება თუ ფინანსთა სამინისტრო, ვინმეს დისკრეციით ედებოდეს ინკასო. ჩვენ ეს გვაქვს ავტომატურ რეჟიმზე” _განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

loading...

პოპულარული

სოფო ბედია, მისი ქმარი, ნინი ქარსელაძე, თემურ თათარაშვილი და სხვა ცნობილი მომღერლები COVID-19-ის წინააღმდეგ ამღერდნენ - ახალი კლიპი, რომელმაც ყველა გაამხიარულა
"ეს არის ქურდობა"- გახმაურებული კლიპის ავტორებს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ​
ქართული წარმოების როგორ პირბადეს გვპირდებოდა ეკონომიკის მინისტრი და როგორი მივიღეთ
ივანიშვილზე კრიტიკული სტატუსის გამო ნაცემი ვლადიმირ ივანოვი სახლიდან ისევ პოლიციელებმა გაიყვანეს - დაზარალებულის პირველი ინტერვიუ
დაწერე კომენტარი