ხელისუფლებაში როცა ხარ, ბოლომდე უნდა შეირგო ყველაფერი-ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი

“ესე იგი თხუთმეტი წელია აქტიურ პოლიტიკაში ვარ, პოლიტიკოსობამდე კიდევ სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობებში ვიყავი ასევე თხუთმეტი წელი და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ თურმე ხელისუფლებაში როცა ხარ, ბოლომდე უნდა შეირგო ყველაფერი: კაი ჭამო, კაი სვა, კაი იმოგზაურო, ოპონენტები გამოაცხადო მოსყიდულებად, აგენტებად, უსინდისოებად, გადაუკეტო მათ დაფინანსების არხები, მედია და ხანდახან აცემინო კიდეც, გაიდო ფეხქვეშ სასამართლო, აახიო ბიზნესი პოლიტიკურად არასაიმედოებს და გადასცე შენიანებს, და თუ ყველაფერ ამას მაინც და მაინც საკუთარი ხელით არ (ვერ) აკეთებ, აუცილებლად უნდა გაამართლო ეს ქმედებები და რაც შეიძლება ხმამაღლა და თავგამოდებით. აი, ასე უნდა იცხოვრო და იქნები მუდამ წარმატებული და შეძლებული.

შავი ჩაი ასკილით

აქ შეიძლება ვიღაცამ იკითხოს, მერედა ხელისუფლება რომ შეიცვლება, სად მიდიხარო და საქმეც ისაა, რომ არსადაც არ უნდა წახვიდე. პირიქით, უნდა გამოხვიდე და თქვა: კი, რაღაც-რაღაცეები შემეშალა (“შეუმცდარი არავინაა”, “დიდი საქმეების კეთებამ დიდი შეცდომები იცის”, “იმას არ ეშლება არაფერი ვინც არაფერს აკეთებს”, “აბა გრეჩიხა ჯობდა?” “აბა ნაცები გინდოდათ?” და ა.შ.), მაგრამ რახან მე შემეშალა, ჯობია მევე გამოვასწოროო და შეეცადო მოხვდე ისევ იქ, სადაც მანამდე იყავი და გააგრძელო იგივე. დიდის ალბათობით მოხვდები კიდეც და თუ ვერ მოხვდი, მორალურად კაი ტიპად მაინც დარჩები, აქაოდა აღიარებს შეცდომებს და მომავალზეა ორიენტირებულიო. თან ნაგრიალებიც შეგრჩება, ვითარცა ხახვი.

როგორც იტყვიან, არაფერი პირადული, ჯასთ ბიზნეს. რომ არ გამოვიდა ჩემგან ასეთი ბიზნესმენი, იმას ვჩივი. ”

დავით ზურაბიშვილი, “რესპუბლიკური პარტია”.

loading…
იტვირთება…

პოპულარული

"ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის აღარ არსებობს" - გიორგი შენგელაიას პირველი კომენტარი ივანიშვილის მიერ სტიპენდიის მოხსნაზე
"ტორმუზი და გაზი ამერიაო..."- პარლამენტთან ავარია მოხდა, ავტომობილი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა
როდის უნდა იბანაოთ თუ გინდათ, რომ სიყვარულში და ფინანსებში გაგიმართლოთ
"გაუნათლებელი კაცია, წიგნი მივუტანე, მითხრა ჩემი ცოლი წაიკითხავს და შინაარსს მომიყვებაო" - შენგელაია ივანიშვილზე
დაწერე კომენტარი