ხელისუფლებას უნდა ვუთხრათ ის, რომ ნუ იქნებიან მაინცდამაინც მშვიდად 20 ივლისს – ნოდარ რუხაძე

პროტესტის 28-ე დღე! აქციის დაწყებამდე პარლამენტის შენობის წინ, წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. პარასკევს ელექტრონული მუსიკის საღამო მოეწყობა. შაბათისთვის კი აქციის ორგანიზატორები 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი თვის თავზე, განსხვავებული ფორმატისა და მასშტაბის აქციას აანონსებენ. პროტესტის 27-ე დღეს კი აქცია რუსთაველის გამზირზე სატელევიზიო გადაცემის ფორმით ჩატარდა. მოდერატორობა სცენაზე აქციის ორგანიზატორებმა მოირგეს, ექსპერტის როლი კი, ყოფილი ხელისუფლებების მაღალჩინოსნებმა. მიმდინარე პროცესებზე კითხვები აქციის მონაწილეებმაც დასვეს.

“20 ივლისს გვაქვს დაგეგმილი მასშტაბური წარმოდგენა, ხელისუფლებას უნდა ვუთხრათ ის, რომ ნუ იქნებიან მაინცდამაინც მშვიდად 20 ივლისს, რადგან ჩვენი მშვიდობიანი დემონსტრანტები აბსოლუტურად მთელი თბილისის მასშტაბით მოგაგნებენ,”-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე.

პოპულარული

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი