“ხელით ფეხით, ზოგიც ხელკეტით მირტყამდნენ და მისწორდებოდნენ,”- 20 ივნისს დაზარალებული პროკურატურაში გამოკითხეს

20 ივნისის კიდევ ერთი დაზარალებული, რომელიც სამართალდამცველებს სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს – რამაზ აივაზაშვილი სისხლიან დარბევას იხსენებს და ყვება, რომ მას ჯერ ხელკეტით თავი გაუტეხეს, შემდეგ პარალამენტის ეზოში შეათრიეს და სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეტალებზე აივაზაშვილმა პროკურატურას ინფორმაცია უკვე მიაწოდა. საქმეზე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს. დაზარალებულის უფლებებს კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტები იცავენ. რამდენიმე დღეში აივაზაშვილს საგამოძიებო უწყებაში იმ პოლიციელების ამოსაცნობად დაიბარებენ, რომლებმაც დაზარალებულის მტკიცებით მასზე იძალადეს.

“პირველ რიგში ვითხოვთ, რომ დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც ძალას გადაამეტეს და არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. ჩემი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევაც არ ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ყველანაირად ფიზიკურად მისწორდებოდნენ, ხელით ფეხით, ზოგიც ხელკეტით მირტყამდნენ და მისწორდებოდნენ,”-აცხადებს რამაზ აივაზაშვილი.

პოპულარული

თბილისში ყაჩაღებმა ბინის მეპატრონეები მოკლეს და გვამებზე მოისაქმეს - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
სირია: მამა თურქული ავიაციის მორიგი დაბომბვისას დაღუპულ შვილს დასტირის
17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი