ჩვილი, რომელიც მთვრალ ბებიას ხელიდან გაუვარდა დაიღუპა – უბედური შემთხვევა რუსეთში

რუსეთის, ვლადიმირის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით – “გაუფრთხილებლობით ადამიანისათვის ზიანის მიყენება, რამაც სიკვდილი გამოიწვია” ქალის მიმართ, რომელსაც ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს სამი თვის შვილიშვილი ხელიდან გაუვარდა და ტრამვებისგან გარდაიცვალა. ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს, რადგან იგი საავადმყოფოში სამი დღის შემდეგ მიიყვანეს.

solva.ge

“2018 წლის 15 იანვარს, ახალდაბადებულის ბებიას, რომელიც ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ჩვილი ბავშვი საწოლიდან ხელში აიყვანა. მოძრაობის კოორდინაციისა და ყურადღების გაფანტვის გამო, მას ბავშვი ხელიდან გაუვარდა. ექსპერტების დასკვნით, ჩვილმა დაცემისას მიიღო ქალა-ტვინის ტრავმა, რის შედეგადაც კლინიკაშ გარდაიცვალა,” – ნათქვამია გამოძიების მასალებში.

აღსანიშნავია, რომ ბებიასთან ერთად სახლში იმყოფებოდა ბავშვის 17 წლის დედა, რომელსაც კიდევ ყავს წლინახევრის შვილი. ეს ოჯახი ადგილობრივ სოციალურ სამსახურში აღრიცხვაზე “სოციალურად სახიფათო ოჯახის” სტატუსით იმყოფება.

ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, სოციალურმა სამსახურმა ოჯახს უფროსი, 1,5 წლის ვაჟი ჩამოართვა და არსაზრდელად სახელმწიფო დაწესებიულებას გადასცა.

loading…

პოპულარული

"მაპატიეთ... ყველაფერი კარგად იქნება" - მაია ასათიანი მაყურებელს მიმართავს
"სიტყვა ინტიმი სულაც არ არის სალანძღავი, საქმეში ბევრი სკანდალური დეტალია"- შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
„სასწრაფოდ უნდა დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი“ - გიორგი კვირიკაშვილი
„ყელი გამოჭრა... 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული“ - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
გააკეთე კომენტარი!